სწავლის დაფინანსება ლიტვაში

გაცვლითი პროგრამები

ლიტვის განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად. სტიპენდია გაიცემა რამოდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩააბარებენ ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში.

ბელარუსის, საქართველოს და მოლდოვას, ასევე ლიტვური წარმოშობის უცხოელ მოქალაქეებზე სულ გამოყოფილია 15 გრანტი.

მოთხოვნები
1. კანდიდატი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების მოქალაქე.
2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიჭებული ბაკალავრის ხარისხი.
3. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჩარიცხვის წერილი სამაგისტრო პროგრამაზე ლიტვის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან.

დაფინასების პირობები:
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 380 ევროს ოდენობით სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

აუცილებელი საბუთები:
1. საზღვარგარეთის პასპორტი
2. შემდეგი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლები:
2.1 ბაკალავრიატის დიპლომი და მისი დანართი, ან თუ დიპლომი ჯერ არ აუღია – უნივერსიტეტის ცნობა სწავლის დამთავრების შესახებ, თარგმნილი ლიტვურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
2.2 ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: თუ ინგლისურ ენაზე უნდა ისწავლოს – მინიმუმ B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL IBT 87 ქულა, TOEFL Paper 513 ქულა, IELTS 5.0) ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი.
3. დოკუმენტები რომლებიც ადასტურებენ კვლევებში მონაწილეობას:
3.1 გამოქვეყნებული კვლევები, ნათარგმნი ლიტვურად, ინგლისურად ან რუსულად.
3.2 სამეცნიერო კონფერენციებზე მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატები ან დიპლომები და მათი თარგმანი ლიტვურად, ინგლისურად ან რუსულად.
4. სამოტივაციო წერილი ლიტვურად, ინგლისურად ან რუსულად.
5. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი ლიტვურად, ინგლისურად ან რუსულად.
6. ლიტვურ უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.
7. საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონი, სკაიპი.

საბუთების შეტანის პირობები:
საბუთები შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ლიტვის განათლების სამინისტროში, ასევე შეიძლება ჩაბარდეს ლიტვის საელჩოს საქართველოში. ლიტვის განათლების სამინისტრო განიხილავს მხოლოდ იმ საბუთებს, რომლებიც მიღებული იქნება 15 ივლისამდე.

კანდიდატების შერჩევა:
კანდიდატებს შესაძლოა მიწვეული იქნენ გასაუბრებაზე წინასწარ გამოცხადებულ ადგილას ან ელექტრონული ფორმით.
გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის აკადემიური მოსწრება, ენის ცოდნის დონე და კვლევაში მიღწევები. ასევე მხედველობაში იქნება მიღებული ლიტვაში სწავლის მოტივაცია და რეკომენდაციები.

გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიტვის განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. კანდიდატს ეცნობება დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ელ. ფოსტის საშუალებით.

ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიის მიღების მსურველები, რომელთაც სურთ ისწავლონ მიკოლოს რომერის უნივერსიტეტში, უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე, რათა 15 ივლისამდე მოესწროს ჩარიცხვის წერილის მიღება უნივერსიტეტიდან:

ტელ.: 595 251 800, 514 590 590

წყარო: edulab.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები