სტუდენტების წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე უნივერსიტეტების უმრავლესობამ უკვე იზრუნა. მათ გამოყვეს თანხები, რათა ჩაეტარებინათ წვეულებები, ,,ფართები’’, ღონისძიებები და სტუდენტებისთვის გადაეცათ სხვადასხვა სახის პრიზები. რა თქმა უნდა, სტუდენტები აგრძლებენ წინასაახალწლო განწყობის შენარჩუნებას და საგულდაგულოდ ემზადებიან ამ დღესასწაულისთვის. როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს? რა ტრადიცია თუ წესი აქვთ ახალი წლის ღამეს? რა საჩუქრებს ელიან ,,სანტა კლაუსისგან’’? რას მოლოდინები აქვთ 2016 წლისთვის? ამ კითხვებზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განსხვავებული პასუხები გაგვცეს.
,,ახალ წელს ტრადიციულად ოჯახთან ერთად ვხვდები, შემდეგ უკვე გავდივარ გარეთ, მეგობრებთან და ვერთობით. არ ვიცი, ამას წესი ჰქვია თუ არა, მაგრამ ყოველ ახალ წელს 12 საათზე აუცილებლად უნდა ვისროლი ფეიერვერკი, ისე არ შეიძლება. სამომავლოდ, 2016 წლისგან კი ველოდები ძალინ ბევრ რამეს: ახალი ადამიანების გაცნობას და წინსვლას ცხოვებაში’’,- გვითხრა ნიკა ჯაჭვაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა. რაც შეეხება საახალწლო საჩუქარს, მან პირობითი ,,სანტასგან’’ უკვე მიიღო სასურველი საჩუქარი – მობილური ტელეფონი. ხოლო კითხვაზე – ნამდვილი ,,სანტა’’ რომ არსებობდეს რას სთხოვდი? – ასეთი პასუხი გაგვცა: ,,რას ვთხოვდი და ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის.’’
საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი თამუნა ბიჩიაშვილიც ახალი წლის ღამეს ჯერ ოჯახში ხვდება, მერე კი მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. როგორც მან თქვა, ყოველ წელს აქვს ერთი განსაკუთრებული ტრადიცია_ ოჯახთან ერთად სათნოების სახლში (კათარზისში) სტუმრობა და მისი ბენეფიციარების დახმარება. 2016 წელს თავისი გეგმების ასრულებას ელოდება. ,,მატერიალური საჩუქარი არ მინდა ,,სანტასგან’’, თუმცა რატომაც არა? ვისურვებდი უბერტო ეკოს ,,ვარდის სახელს’’,- გვითხრა მან.
ახალ წელს განსხვავებულად ხვდება კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ლევან მშვენიერაძე, რომელსაც ხალხმრავლობა, ღრეობა და დროსტარება არ უყვარს. ,,ნარიყალას კოშკში მარტო ვეგებები ახალ წელს, აქედან არაჩვეულებრივად ჩანს მთელი ქალაქის საახალწლო განწყობა, ულამაზესი ფეიერვერკებით. მაქვს ერთი ჩვევაც, ამ დღეების განმავლობაში ქუჩაში გამვლელებს კანფეტებს ვურიგებ’’, – აღნიშნა ლევანმა. როგორც ჩანს, იგი საახალწლო განწყობას თავის საყვარელ ადამიანსაც უზიარებს და 31-ში ღამით მის ,,ტასიკუნას’’ კარებთან საჩუქრებს უტოვებს. 2016 წელს კი, საკუთრი თავის ჩათვლით, ყველას ბედნიერებას უსურვებს. რაც შეეხება ,,სანტა კლაუსს, ლევანი არ ელოდება მისგან საჩუქრებს, თუმცა ისურვებდა, რომ იგი მსოფლიოს გარშემო საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში დახმარებოდა.
ლევანისგან განსხვავებით ,,სანტას’’ ყოველთვის ელოდება ბექა ბაჟუნაიშვილი, იგიც კსუ-ს სტუდენტია და ამბობს, რომ საჩუქრები დიდად არ უყვარს, თუმცა მთელი წელი ,,სანტას’’ მოლოდინშია. მას მცირედითაც შეუძლია იყოს ბედნიერი, ამიტომ ,,თოვლის ბაბუასთვის’’ სათხოვარი სურვილების სია არაფერისგან შედგება. 2016 წლის მოლოდინებს კი წლევანდელ ყველაზე აქტუალურ თემას ვიზა ლიბერალიზაციას უკავშირებს და ამბობს, რომ 2016 წელს იმ ბედნიერ დღეს ელოდება, როცა აღარ მოუწევს საელჩოებში სიარული და პირდაპირ შეეძლება ევროპაში წასვლა.
ანა ლომთძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობს, ,,სანტას’’ არ ელოდება, თუმცა 2016 წელს რამდენიმმე სურვილის ასრულება ძალიან უნდა. ,,მინდა თბილისში ჩემი სახლი მქონდეს და დასთან ერთად იქ მშვიდად ვცხოვრობდე, ალბათ, ამ სურვილის ასრულებას ბევრი წელი დასჭირდება. უახლოეს მომავალში კი, 2016 წელს ვისურვებდი, ჩემი და სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მოხვდეს, მე კი ნორმალური სამსახურის პოვნა მინდა’’,- აღნიშნა ანამ. მისთვის ახალი წელი ყოველთვის რაჭაში თენდება. ჯერ ოჯახში შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ხვდება ამ დღეს. ეს დღესასწაული ანასთვის განსაკუთრებული ტრადიციებით არ გამოირჩევა.
,,უკვე რამდენი წელია ტრადიციულად ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. ამას კი ტრადიცია იმიტომ ვუწოდე, რომ ჩემს ოჯახში ისე ხდება, რომ ყველა წევრი თავისი საქმითაა დაკავებული და იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, ამიტომაც ახლი წლის ღამეს შანსს ხელიდან არ ვუშვებთ, რომ ერთად შევიკრიბოთ და ამაღლებული განწყობით შევხვდეთ მომავალ წელს’’,- თქვა მარიამ ვარამაშვილმა, რომელიც თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების მე-3 კურსზე სწავლობს. მისი სამომავლო სურვილები არამარტო პირად, არამედ საზოგადო ინტერესებსაც მოიცავს. ,,იმედი მაქვს, 2016 წელი პოზიტივით სავსე და ქვეყნის განვითარების მხრივაც უკეთესი იქნება. ვისურვებდი, ჩემთვისაც წარმატებული ყოფილიყოს მომავალი წელი. უახლოეს მომავალში ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერთიფიკატის გამოცდაზე გასვლას ვაპირებ და ვიმედოვნებ, მივაღწევ ამ მიზანს’’,- აღნიშნა მარიამმა.
თსუ-ის კიდევ ერთი სტუდენტი მარი ტატიშვილიც ოჯახთან ერთად აღნიშნავს ახალი წლის დღესასწაულს. ,,სანტასაც’’ მთელი გულით ელოდება. ,,2015 წელს ,,თოვლის ბაბუამ’’ ,,აიფონ 5’’ მაჩუქა, წელსაც დიდი ინტერესით ველი საახალწლო საჩუქარს’’,- გვითხრა მარიმ. მისთვის ეს დღესასწაული ტრადიციებით არ არის დატვირთული. სამომავლოდ კი ყველა სურვილის ასრულებას ელოდება.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მარიამის მსგავასად, ახალ წელს ოჯახში, ,,სანტა კლაუსის’’ მოლოდინში, ხვდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ტურაშვილიც. ,,ვფიქრობ, ,,სანტას’’, შინაგანად, ყველა ადამიანი ელოდება, ამით ბავშვობის ნაპერწკალს არ ვკარგავთ ჩვენში. იმედი მაქვს, 2016 წელი პოზიტიური და სიურპრიზებით სავსე იქნება’’,- თქვა მან
არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც დღესასწაულები, მათ შორის ახალი წელიც, სრულიად უმნიშვნელოა. ამ კატეგორიას განეკუთვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი აბო ახვლედიანი. ,,ჯერ არ ვიცი, სად შევხვდები ახალ წელს… ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და, შესაბამისად, არც რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია მაქვს. კონკრეტულად 2016 წლისგანაც არაფერს ველოდები, ,,სანტების’’ არასოდეს მჯეროდა და არც ახლა მჯერა’’,- თქვა აბომ.
აბოსგან განსხვავებით სოფიკო ცხადაძეს, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, ახალი წლისა და ,,სანტა კლაუსისგან’’ დიდი მოლოდინები აქვს. ,,2016 წელს გათხოვებას, ,,სანტასგან’’ კი ავტომობილს ველი’’,- გვითხრა სოფიკომ. წელს იგი ტრადიციას არღვევს და ოჯახის ნაცვალად ახალ წელს სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ხვდება. ტრადიციის დარღვევის მიზეზად კი მათ მარტო ყოფნას ასახელებს.
ახალ წელს ოჯახთან ერთად ყოფნის ტრადიციას არღვევს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვილავაც. ,,როგორც წესი, ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, მაგრამ წელს გამონაკლისს ვუშვებ და საყვარელ ადამიანთან ერთად, ერთ-ერთ ბარში, ვეგებები ახალი წლის დადგომას’’,- აღნიშნა მარიამმა. 2016 წელს რადიკალურ ცვლილებებს ელოდება და რაც შეეხება ,,სანტას’’, იგი ამბობს, რომ გამოვიდა უკვე ამ ასაკიდან და მას აღარ ელოდება. თუმცა კითხვაზე _ ,,სანტა’’ რომ არსებობდეს რას ისურვებდითქო?_ ასეთი პასუხი გაგვცა: ,,სანტა რომ არსებობდეს ლაპლანდიაც იარსებებდა და, შესაბამისად, ჩემი ბავშობის ნატვრის ახდენის პერსპექტივაც მექნებოდა. ასეთ შემთხვევაში კი ვთხოვდი ლაპლანდიაში წავეყვანე რამოდენიმე დღით. ვიცი, რომ ძალიან სსასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამაზე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.’’
ამ სტუდენტების მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მათ განსხვავებული შეხედულებები, მოლოდინები, მიზნები და სურვილები აქვთ. თუმცა ფაქტია, რომ რაღაც ასპექტით, ახალი წელი ყველასთვის გამორჩეული, ახალი გამოწვევების მომტანი და წინა წლებისგან განსხვავებულია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი ვუსურვოთ სტუდენტებს.
ნათია დაშნიანი