-
აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;
-
იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;
-
შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;
-
იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;
-
ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;
-
იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;
-
გაუბერე იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;
-
დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;
-
გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;
-
დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;
-
მიენდე მკერდიდან მომავალ შეგრძნებებს;
-
გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;
-
თავი დააღწიე გრამატიკულ და სინტაქსურ შეზღუდვებს;
-
როგორც პრუსტი, იყავი შენი დროის დაბოლილი ადამიანი;
-
შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;
-
მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;
-
შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;
-
იცურავე სიტყვების ზღვაში;
-
შეეგუე ცხოვრებისეული უიღბლოს ტიტულს;
-
ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;
-
იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;
-
წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;
-
თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;
-
არასოდეს შეგრცხვეს ან იამაყო საკუთარი გამოცდილებით, ცოდნითა და მეტყველებით;
-
წერე იმისთვის, რომ მსოფლიომ წაიკითხოს და აღიქვას შენ მიერ დახატული სურათი;
-
კინო-მოთხრობა არის კინო, რომლის კადრებიც სიტყვებითაა გადმოცემული, ეს ამერიკული ფენომენია.
-
იმისათვის, რომ სრულად გამდმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;
-
შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;
-
გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;
-
მიწიერი სცენების შემოქმედები არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
იხილეთ ასევე: ჩეხოვი: განათლებული ადამიანის 8 მახასიათებელი