როგორ დამეხმარა ჩემი უნივერსიტეტი – ინტერვიუ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთან

სტუდენტური ცხოვრება

რევაზ ქარჩხაძე ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში საქართველოს ისტორიის მიმართულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. „ქართულ უნივერსიტეტში“ ჩაბარება მან მშობლების რჩევით გადაწყვიტა. უნივერსიტეტში მოსვლის პირველი შთაბეჭდილება მისთვის დაუვიწყარი იყო და დღემდე მოჰყვება. როგორც რევაზი ამბობს, უნივერსიტეტის გარემო იყო და არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც დღეს ისევ აქ  სწავლობს და პარალელურად მუშაობს კიდეც.

48ee6fca-b57e-4697-b907-d9cfa6dfddc8

„ქართულმა უნივერსიტეტმა“ წლების განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია არამხოლოდ მას, არამედ ძალიან ბევრ სხვა სტუდენტსაც. რევაზ ქარჩხაძე „ქართულ უნივერსიტეტში“ სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურში სპორტის მენეჯერია. დასაქმებაში მას თვითონ სასწავლებელი დაეხმარა.

საქართველოს ისტორიის მიმართულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი რევაზ ქარჩხაძე Aris.ge-განათლებას თავად მოუყვა, რა როლი ითამაშა „ქართულმა უნივერსიტეტმა“ მის წარმატებაში.

რეზო, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის უნივერსიტეტში მუშაობა?

-მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, დღესდღეობით  ოჯახებს არ აქვთ საშუალება, სწავლის საფასური თავის დროზე სრულად დაფარონ. იყო ძალიან ბევრი შეღავათი ამ მხრივ. იყო მძიმე სიტუაციებში უფროსი ადამიანებისგან მორალური დახმარება. ამ ყველაფერს კი მოჰყვა ის, რომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ჩემი დასაქმება,  რაც ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის, რადგან მე ამ უნივერისტეტის სტუდენტი ვარ და ჩემ მიერ შეძენილ ცოდნასა და უნარებს აქვე  ვიყენებ. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.

როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტში მუშობა ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვსწავლობ და ვმუშაობ ერთი და იმავე გარემოში, ერთი და იგივე ადმიანებთან მიწევს ურთიერთობა, ეს ყველაფერი ოჯახურ გარემოს მაგონებს. არ ვარ დაძაბული, მაქვს ხშირი შეხება სტუდენტებთან, ჩემს მეგობრებთან, რაც  კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის სამუშაო პროცესს. დღის განმავლობაში სამსახური, საღამოს ლექციები  სასიამოვნო გარემოში, მე მგონი ძალიან კარგია.

-ქართულ უნივერსიტეტში  სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურში სპორტის მენეჯერი ხარრას მოიცავს ამ სამსახურის საქმიანობა?

-ჩვენი სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია – უხელმძღვანელოს და განახორციელოს უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო საქმიანობა, განავითაროს სტუდენტური ცხოვრება, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ეროვნული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, ითანამშრომლოს თვითმმართველობასთან, სტუდენტების იდეები აქციოს პროექტებად. ყოველწლიურად სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვმართავთ შიდა ოლიმპიადებს. იქნება ეს ფეხბურთში, კალათბურთში, ბოულინგში თუ ჭადრაკში. ჩვენი სამსახური ხელს უწყობს სტუდენტებს, შექმნან სტუდენტური ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ როგორც შიდა საუნივერისტეტო ღონისძიებებში, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე. უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ჩამოყალიბებულია რაგბის გუნდი, რომელმაც  2014/2015 წელს ლატვიის ჩემპიონი გახდა, მანამდე კი საერთაშორისო საუნივერსიტეტო შეჯიბრებაზე „XXX SELL GAMES” ჯერ მეოთხე  ადგილი, შემდგომ კი მეორე ადგილი დაიკავა. უნივერსიტეტში უკვე სამი წელია ჩამოყალიბებულია ფუტსალის ნაკრები, რომელიც ყოველწლიურად განიცდის პროგრესს. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს თანამედროვე სტანდარტების სატრენაჟორო დარბაზი, სადაც ჩვენი სტუდნეტები მისდევენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. უნივერსიტეტი ყოველთვის დაინტერესებულია წაახალისოს და ხელი შეუწყოს სტუდენტებში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას. უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება სტუდენტური კლუბები თემატიკის მიხედვით, სადაც სტუდენტები სრულიად თავისუფლები არიან. ჩამოყალიბებულია თეატრალური კლუბი, მკითხველთა კლუბი, დიპლომატიის კლუბი და ა.შ.

483a4c2a-cf2d-4bc8-9703-e54facdc88bd

-რა როლი ითამაშა უნივერსიტეტმა შენს წარმატებაში?

-ვფიქრობ, რომ თუ დღეს გარკვეულ  წარმატებას მივაღწიე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი უნივერსიტეტია. როდესაც აქ მოვედი, მკაფიოდ არ მქონდა ჩამოყალიბებული ის მიზნები და უნარ-ჩვევები, რაც ცხოვრების ასპარეზზე აუცილებელია ადამიანისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი ჩემს მიზნებს და მათი განხორცილების საშუალებებს. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული უნივერისტეტის ლექტორებმა და  მომუშავე პერსონალმა.

-რა საშუალებები არსებობს ქართულ უნივერსიტეტში იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავი რეალიზებულად იგრძნონ.  მოგვიყევი ამის შესახებ. . .

-ქართულ უნივერსიტეტში საკმაოდ ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ  სტუდენტმა თავი რეალიზებულად იგრძნოს. იქნება ეს პირველ რიგში აკადემიური მხარე თუ აქტიური კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ხშირად იმართება საერთაშორისო დონის კონფერენციები, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, როგორც მოისმინონ წარამტებული ადამიანების ლექციები, ასევე მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, გამართონ საჯარო ლექციები.

უნივერსიეტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს  სტუდენტების  ინიციატივებს და მოიწვიოს მათთვის საინტერესო ადამიანები.   აქვე მინდა აღვნიშნო ის საოცარი ტექნიკური ბაზა, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია. ვფიქრობ, ბევრი უნივერსიტეტი არ არის განებივრებული ამხელა შესაძლებლობით. ამ ყველაფრის გამოყენება კი სრულიად ხელმისაწვდომია ჩვენი სტუდენტებისთვის, რაც უნივერისტეტის მესვეურთა დამსახურებაა. უნივერსიტეტში ყოველკვირეულად იმართება კულტურული ღონისძიებები როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ორგანიზებით.

უნივერსიტეტს ჰყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ კარიბჭე“,  ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ჰერიო“, ასევე რამდენიმე ფოლკლორული ჯგუფი.  უნივერსიტეტში ხშირად ეწყობა ექსკურსიები, ლაშქრობები,  სადღესასწაულო ღონისძიებები, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ საკუთარი მისწრაფებები და სურვილები.

d4888322-9f42-4086-8721-3991edd39372

უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: აუდიტორიები, კომპიუტერული ტექნიკა, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა საერთაშორისო სტანდარტებით არის აღჭურვილი.

მიუხედავად ამისა, ქართული უნივერსიტეტის მთავარი  ხიბლი მაინც ის განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, რაც უნივერსიტეტს აქვს სტუდნეტების მიმართ. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი საინტერესო წელი ელოდება უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს.

-რა საინტერესო მოგონებებს გაიხსენებდი უნივერსიტეტთან დაკავშირებით?

-გასახსენებლი საკმაოდ ბევრია. უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან ბევრი შთამბეჭდავი დღე მახსენდება. უნივერსიტეტს ძალიან ხშირად სტუმრობენ მაღალი რანგის სტუმრები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, საზოგადოების ცნობილი და გამორჩეული მოღვაწეები.

უწმიდესის სტუმრობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამორჩეულია. განსაკუთრებით  მახსენდება 2013 წლის 14 სექტემბერი, როდესაც უწმიდესი მობრძანდა მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში და დალოცა სტუდენტები. ასევე განსაკუთრებული დღე იყო უნივერსიტეტის ცხოვრებაში  მსოფლიო პატრიარქის სტუმრობა. უმაღლესი რანგის სტუმრის მიღებას, ქართული სტუმარ-მასპინძლობის აკადემიურ  სივრცეში გადატანას საოცარი მღელვარება ახლდა. დაუვიწყარი იყო ისიც, რომ მსოფლიო პატრიარქმა პირადად მაჩუქა ღვთისმშობლის ხატი. ბევრი ლამაზი მოგონების გახსენება შეიძლება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უნივერსიტეტში განსაკუთრებულია ყოველი სასწავლო და სამუშაო დღე.

-და ბოლოს, რას ურჩევდი აბიტურიენტებს, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ?

-ამის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ეს არის ის, რაც სტუდენტისთვის არის ყველაზე მთავარი –  სწავლის ხარისხი.  ჩვენს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ ლექტორები, რომელთა სახელებიც მრავლისმთქმელია. მათი ცოდნა, მათი გამოცდილება არის უპირველესი მიზეზი იმისა, რის გამოც აბიტურიენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი ქართულ უნივერსიტეტზე.

მეორე გახლავთ საოცარი ოჯახური გარემო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იშვიათია უნივერსიტეტი, სადაც რექტორის კაბინეტის კარი მუდამ ღიაა სტუდენტებისთვის, რაც ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის დამსახურებაა. ის ყოველთვის მზადაა, მოუსმინოს თავის სტუდენტებს. ასევე აღსანიშნავია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბატონ თამაზ ვაჩაძის თანადგომა. იგი მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტების ყველა საიტერესო ინიციატივას.

უნივერსიტეტი ჯერ მხოლოდ 7 წელია, რაც დაარსდა და ყოველწლიურად ვითარდება,  უმჯობესდება როგორც სწავლის ხარისხი, ასევე სამეცნიერო სამუშაოები, ტექნიკური ბაზა  და რაც ყველაზე მთავარია სტუდენტური ცხოვრება.

მინდა, რომ მომავალ სტუდენტებს ვურჩიო კარაგად დაფიქრდნენ არჩევანის გაკეთებისას. მინდა ვთხოვო, რომ მოვიდნენ ჩვენთან ღია კარის დღეებზე, გაეცნონ ჩვენს უნივერსიტეტს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ქართული უნივერსიტეტის დევიზია:  „შეიცან თავი შენი“. მინდა ვუსურვო ყველას, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი, რაც წინსვლისა და უკეთესობის საწინდარია.

იხილეთ ასევე: ქუთაისელი სტუდენტის განსხვავებული შემოქმედება

ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები