2015 წლის 6 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 11:30 საათზე გაიხსნება სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებული „სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი“.
ფორუმს გახსნის ქალაქის მერი – დავით ნარმანია, ასევე, მოწვეული იქნებიან პროექტ “პროფესიული სამყაროს” სპიკერები.
ფორუმზე მოწვეულია 40-მდე ორგანიზაცია კერძო და საჯარო სექტორიდან. წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობა IT ინჟინერიაში, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი/მომხმარებელი კომპანიების მიერ.
ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია;
იხილეთ ასევე: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსებას აცხადებს