ნებისმიერი სტუდენტისთვის კვების ობიექტი ის აუცილებელი რესურსია, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება. ყველა უნივერსიტეტი ვერ ახერხებს ამ აუცილებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ სტუდენტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას კვება წარმოადგენს.
წლებია თსუ-ის მაღლივი კორპუსის სტუდენტებს საკვების შესაძენად დიდი მანძილის გავლა უწევთ. ისინი კარგავენ საკუთარი დროის იმ ნაწილს, რომელიც უფრო ეფექტურად შეიძლება გამოიყენონ და ამავდროულად იკვებებიან ე.წ. fast food_ით. სტუდენტებისთვის, ერთი მხრივ, სასიამოვნო სიახლე იყო 24 ნოემბერს კვების ობიექტის გახსნა მე_10 კორპუსის პირველ სართულზე. ამ ობიექტის ამუშავება საკუთარ თავზე უნივერსიტეტმა აიღო, ილიაუნის მაგალითის საფუძველზე. თუმცა სტუდენტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს. ჩვენ შვეცადეთ გაგვერკვა რა მდგომარეობაა სტუდენტურ კვების ობიექტში, რა მოსწონთ და რა არ აკმაყოფილებს სტუდენტებს.
,,პირველად ვარ ,,გუდ ფუდში’’. ბუფეტის გახსნის იდეა ძალიან მომწონს. საჭიროა სტუდენტებს ჰქონდეთ მყუდრო, სუფთა და სათანადოდ აღჭურვილი საკვები ობიექტი. ,,გოდ ფუდი’’ კი მეტნაკლებად აკამაყოფილებ ამ მოთხოვნებს. ჯერ კიდევ პრობლემაა ის, რომ არ აქვთ ყავა, ჩაი, ტკბილეული. იმედი მაქვს, გაამრავალფეროვნებენ მენიუს. თუმცა იმ ფაქტს, რომ საკვები ობიექტი საპირფარეშოსთან ძალიან ახლოსაა და აქ შემოსვლამდე არასასიამოვნო სუნი შეგაწუხებს, ალბათ, არაფერი ეშველება’’,- გვითხრა ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტის 1_ლი კურსის სტუდენტმა თამარ ქავთარაძემ.
ჯაბა ჯანელიძემ, მეოთხე კურსის სტუდენტმა, ისაუბრა იმ პრობლეებზე, რაც აქ მანამდე გახსნილ კვების ობიექტებს შეექმნათ. იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა ,,გუდ ფუდსაც’’ იგივე ბედი ეწიოს.
,,პირადად მქონდა შეხება იმ პირებთან, რომლებიც ადრე გახსნილ კვების ობიექტს ამუშავებდნენ. პრობლემა უნივერსიტეტის მიერ ქირისთვის დაწესებული მაღალი გადასახადი იყო, რომელიც მფლობელებს არდადეგების პერიოდშიც უნდა გადაეხადათ. ეს არარეალური იყო. როგორც მახსოვს, ოთხჯერ იყო ამ ბუფეტის სხვადსხვა გზით ამუშაების მცდელობა, თუმცა ყოველთვის დახურვით დასრულდა. ,,გუდ ფუდს’’ მეტი შანსი აქვს, რადგან უნივერსიტეტი ამუშავებს, მაგრამ ასეთი მწირი მენიუთი და უგემური საკვებით დიდხანს ვერ იმუშავებს’’,- გვითხრა ჯაბამ.
საკვების სიძველესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა 1_ლი კურსის სტუდენტმა მარი აფციაურმაც.
[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
,,ახლა ვჭამე ,,ჰამბურგერი’’, ისე იყო გამაგრებული ძლივს დავღეჭე ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. არ აქვთ ყავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ აქვთ სალათები, შოკოლადები და ა.შ. ძირითადად ცომეული აქვთ. თუმცა გარეთ ჭამას ამ სიცივეში ისევ აქ ყოფნა ჯობია. ცუდია ისიც, რომ ჯერჯერობით გათბობასაც არ რთავენ’’,- გვითხრა მან.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები უცხო არ ყოფილა ,,გუდ ფუდის’’ მენეჯერის დავით კაპანაძისთვის:
,,ეს კვირა ტესტური ხასიათისაა. თანდათან ვამატებთ რაღაცებს და ვცდილობთ უფრო დავიხვეწოთ. ორშაბათიდან აუცილებლად შემოვიტანთ ყავასა და ჩაის, დავამატებთ ბევრ პროდუქტს. ჯერჯერობით რამდენიმე სახის ცომეული გვაქვს, რაზეც დიდია მოთხოვნა’’,- გვითხრა დავითმა.
გარდა საკვებთან დაკავშირებული საკითხებისა სტუდენტთა უმრავლესობას აწუხებს ის ფაქტი, რომ ბუფეტი საპირფარეშოსთან ძალიან ახლოსაა და ზოგჯერ შეუძლებელია დერეფანში არსებული აუტანელი სუნის შემდეგ იქ მიირთვა რამე. ამასთან დაკავშირებით დავით კაპანაძემ გვითხრა, რომ სანიტარული საკითხები მთლიანად უნივერსიტეტზეა დამოკიდებული და მომსახურე პერსონალი სისტემატიურად უნდა ასუფთავებდეს ოთახებს. ,,წლებია ეს ბუფეტი ამ ადგილზე სხვადასხვა ფორმით ფუნქციონირებს. მისი გადატანა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც უნივერსიტეტს არ გააჩნია, ხოლო სველი წერტილის დაკეტვა შეუძლებელია. აუცილებელია სანიტარული ნორმების გამკაცრება’’,- აღნიშნა მან.
უნდა ითქვას ისიც, რომ სტუდენტთა ნაწილი არ სარგებლობს ბუფეტით, რადგან არ ფლობს ინფორმაციას ამ საკვები ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი კი იმ მიზეზით არ სტუმრობს ბუფეტს, რომ ფიქრობს, ადრე თუ გვიან მაინც დაიხურრება და ფუჭი იმედების შექმნას აზრი არ აქვს.
სტუდენტები, სხვადსახვა შეფასების მიუხედავად, თანხმდებიან იმ აზრზე რომ ბუფეტის არსებობის იდეა ძალიან კარგია, უბრალოდ საჭიროა ამ იდეის სწორი ფორმით განხორციელება. მათ ისღა დარჩენიათ დაელოდონ რამდენად გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს ,,გუდ ფუდი’’ სტუდენტების მოთხოვნებს.
ავტორი: ნათია დაშნიანი