აშშ-ის რვა პრეზიდენტი, ნობელის პრემიის 40 ლაურეატი, დევიდ როკფელერი, მარკ ცუკერბერგი, ბილ გეთსი – ეს ჰარვარდის კურსდამთავრებულთა არასრული ჩამონათვალია.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
აშშ-ის უნივერსიტეტის ამ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტუდენტების მოტივაციისთვის 15 მთავარი წესი არსებობს:
- თუ ახლა დაიძინებ, შეიძლება ის დაგესიზმროს, რაზეც ოცნებობ. მაგრამ თუ სწავლას არჩევ, ოცნება რეალობაში აგიხდება.
- როცა იფიქრებ, რომ უკვე გვიანია, გახსოვდეს, რომ ასე არ არის.
- სწავლით გამოწვეული ტანჯვა დროებითია. უვიცობით გამოწვეული ტანჯვა – მარადიული.
- სწავლა თავისუფალ დროზე მეტად მონდომებას საჭიროებს.
- ცხოვრება სწავლის გარშემო არ ბრუნავს, მაგრამ თუ ცხოვრების ამ ერთ შემადგენელ ნაწილსაც ვერ გაართმევ თავს, როგორ მიაღწევ რამე წარმატებას?
- ძალისხმევამ და მონდომებამაც შეიძლება, სიამოვნება მოგანიჭოს.
- მხოლოდ ისინი უნდა ამაყობდნენ თავიანთი წარმატებით, ვინც ყველაფერს დაგეგმილზე ადრე ასრულებენ და მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ საქმის შესრულებისას.
- ყველაფერში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია. წარმატების გზა თვით-გაუმჯობესებასა და მონდომებაზე გადის.
- დრო კატასტროფულად გადის.
- მთქნარებისგან აწყლიანებული თვალები ხვალ სიმწრის ცრემლებით აგიწყლიანდება.
- რეალისტები ისინი არიან, ვისაც მომავალში თავიანთი წვლილი შეაქვთ.
- შენი ხელფასი შენივე განათლების პირდაპირპროპორციულია.
- დღევანდელი დღე არასოდეს დაბრუნდება უკან.
- ამ მომენტშიც კი შენი მტრები ხარბად ფურცლავენ წიგნებს.
- ფულს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუკი ოფლს დაღვრი.
იხილეთ ასევე: რამდენად აქვთ დასაქმების იმედი ილიაუნის სტუდენტებს
თარგმანი: ქეთი ქურციკიძე