,,Collaborative Media Literacy’’– ამ სახელწოდების ტრენინგი გაიმართა 2015 წლის 1-12 ნოემბერს უკრაინის ქალაქ სუმში. ტრეინინგის ძირითადი თემები იყო: თანამედროვე მედია საშუალებები და მათი გამოყენება, მედიის როლი, ფუნქცია და გავლენა დემოკრატიულ პროცესებში. ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიის ფუნქციონირების, მედიასაშუალებების მფლობელობის გაანალიზებას პროექტის მონაწილე ქვეყნებში.
პროექტში ქართველი ახალგაზრდების გარდა, მონაწილეობდნენ პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსიის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიისა და შვედეთის წარმომადგენლები. ასევე, 2 იტალიელი ახალგაზრდა, მოხალისის სტატუსით.
ტრენინგის ფარგლებში ალაგარზდებს სხვადასხვა სახის პრაქტიკული დავალების შესრულება უწევდათ, თეორიული დასკვნების გამოსატანად. მათ საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. სწორედ ამ მიზნით ტრენინგი 2 სასწავლო ვიზიტს მოიცავდა, გაზეთის რედაქციასა და ტელევიზიაში.
[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
პროექტის მონაწილეებმა ბლოგი- Media Margarine შექმნეს. Media Margarine ფუნქცონირებას ტრენინგის დასრულების შემდეგაც აგრძელებს, მას ახალაგარზდები თავიანთ ქვეყნებში არსებული ახალი და მიშვნელოვანი ამბებით მოამარაგებენ.
პროექტის ქართველი მონაწილის მარიამ ხუნჯუას თქმით, ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
,,ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და ბერვი ახალი რამ ვისწავლე, რადგან მონაწილეობას ვიღებდით განსხვავებულ აქტივობებში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დისკუსიები. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილესთან შეხვედრა და იმის გაანალიზება, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია მათს ქვეყნებში, რა საერთო ტენდენციები იკვეთება ჩვენს რეალობასთან მიმართებით.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტმა” ევროპული ინიციატივების ცენტრთან პარტნიორობით განახორციელა. შესარჩევი ეტაპი ორი ნაწილისაგან შედგებოდა- სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება. შერჩევის კრიტერიუმებიდან კი უმთვესი ინგლისური ენის ცოდნა იყო.
ავტორი: ანი ბოჭორიშვილი