მე ფილოსოფოსი ვარ, რომანებს მხოლოდ თავშესაქცევად ვწერ. როგორც ფილოსოფოსს, ჭეშმარიტება მაინტერესებს. ვინაიდან ძალიან ძნელია გადაწყვიტო მოვლენა ჭეშმარიტია თუ არა, მე სიმართლის დადგენას ყალბი ადამიანების ანალიზის გზით ვცდილობ.
[textmarker color=F5A9E1]✔გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
საზოგადოებრივი აზრისი 50% ყალბ ადამიანებს ეკუთვნით, ისინი ხალხის სხვა ნაწილს აშანტაჟებენ. თუმცა რეალობა უფრო წარმტაცია, ვიდრე ფანტაზია.
არასოდეს უარმიყვია, რომ არსებობს შეთქმულებები, თუმცა ყველა მათგანი საბოლოოდ მჟღავნდება. კეისარის მკვლელობა წარმატებული და ცნობილი შეთქმულებაა. ნამდვილი შეთქმულება ყოველთვის იჩენს თავს, ყველაზე ძლევამოსილი შეთქმულებები კი პირიქით, სწორედ ისეთი შეთქმულებებია, რომლებიც არასოდეს მჟღავნდება, ჩუმად მოქმედებს ადამიანებზე და მართავს მათ.
ლიტერატურაც რაღაც ამის მსგავსია. თუმცა ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის უიღბლოების შესახებ მოგვითხრობს. დოსტოევსკი უიღბლოების შესახებ წერდა, ილიადას მთავარი გმირი, ჰექტორი, უიღბლო იყო. ძალიან მოსაწყენია წარმატებული ადამიანების სიცოცხლის აღწერა. ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის იმის ისტორიას გვიამბობს, ვისაც იღბალი არ სწყალობს. მადამ ბოვარია სწორედ ასეთი უიღბლო. ჟულიენ სორელიც. მეც იმავეს ვაკეთებ. უიღბლოები უფრო საინტერესონი არიან, წარმატებულები კი – სულელები, რადგან, როგორც წესი, ისინი წარმატებას გამართლების შედეგად აღწევენ.“
იხილეთ ასევე: უმბერტო ეკო – კარგად წერის მთავარი წესები