ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC), პროექტის – „Georgian Academia Contributing to Strengthening Policy and Law Making Process in Georgia“ – ფარგლებში, აცხადებს სტაჟირებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

პროექტი ხორციელდება USAID-თან და მის ინსტიტუციურ კონტრაქტორთან – „Tetra Tech ARD” – მჭიდრო თანამშრომლობით. სტაჟირების მთავარი მიზანია, საფუძველი დაუდოს თანამშრომლობას და შექმნას ეფექტური საკომუნიკაციო არხები საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს სამსახურებსა და აკადემიურ სექტორს შორის. სტაჟირების ხანგრძლივობაა 9 თვე. მთელი ამ დროის განმავლობაში სტაჟიორი სრული სამუშაო განაკვეთით მივლინებული იქნება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და კვლევის პროცესში. სტაჟიორი ითანამშრომლებს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის აკადემიურ პერსონალთან და ექსპერტებთან, რომელთაგან მიიღებს გარკვეულ სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეგულარულ კონსულტაციებს სტაჟირებასთან და პრაქტიკულ დავალებებთან დაკავშირებით.

სტაჟიორის ვალდებულებები მოიცავს:

  • საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას, რაც დაკავშირებული იქნება პოლიტიკის დოკუმენტებისა და კანონპროექტების შემუშავებასა და კვლევასთან;
  • პროექტის ფარგლებში წამოწყებულ კვლევებში მონაწილეობას (ინტერვიუების ჩატარება, ტრანსკრიპტების მომზადება, დოკუმენტების პროექტების შემუშავება);
  • საჯარო დისკუსიების ორგანიზებაში მონაწილეობას;
  • სტაჟირების პერიოდში 2 თვეში ერთხელ, ჯამში ოთხი შუალედური და ერთი საბოლოო ანგარიშის მომზადებას საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრისათვის;
  • პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობას;
  • მონაწილეობას პროექტთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა აქტივობებში.

სამუშაო გარემო: სტაჟიორის სამუშაო ადგილი იქნება უშუალოდ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. სტაჟიორი პასუხისმგებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის წინაშე.

ანაზღაურება: ყოველთვიური 250 აშშ დოლარი

სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს სოციალური მეცნიერებების კურსდამთავრებული ან სწავლების ბოლო კურსზე მყოფი ახალგაზრდა (პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საჯარო პოლიტიკის სფეროში აკადემიური განათლება ჩაითვლება პრიორიტეტულად)
  • ფლობდეს კვლევის მეთოდოლოგიას:
  • ჰქონდეს მცირე პრაქტიკული გამოცდილება აკადემიურ კვლევით საქმიანობაში;
  • ჰქონდეს აკადემიური წერის უნარი;
  • ფლობდეს ინტერპერსონალურ უნარებს;
  • ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე.

განაცხადის მიღებისა და შერჩევის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი მოკლე CV და სამოტივაციო წერილი (1 გვერდი) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. წერილის გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის („Subject”) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ „Fellowship”.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი

შერჩეული კანდიდატების ტესტირება: 25 ნოემბერი

შერჩეულ კანდიდატებთან ინტერვიუ: 26 ნოემბერი

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2015 წლის დეკემბერი.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები