ჩინური მინიატურა იღბალსა და უიღბლობაზე

ლიტერატურული გვერდი

ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კომპლექსური მთლიანობის ნაწილია და ამიტომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რაც ხდება კარგია თუ ცუდი  – ვინაიდან არასოდეს იცი საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს რიგითი უიღბლობა ან პირიქითი – ერთ რომელიმე ასპექტში გამართლება.

ერთხელ ჩინელ ფერმერს ცხენი გაექცა. მას მეზობლები ეწვივნენ მისასამძიმრებლად და უთხრეს: „ვწუხვართ, რომ ცხენი გაგექცა, ეს დიდი უბედურებაა.“ ფერმერმა უპასუხა: „შესაძლოა“. მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა შვიდ ველურ ცხენთან ერთად. მეზობლებმა ამჯერად მიულოცეს: „რა ბედნიერებაა, რამხელა ბედის საჩუქარია!“ ფერმერმა იმავე პასუხი დაუბრუნა: „შესაძლოა“. შემდეგ დღეს ფერმერის შვილმა ერთ-ერთი ცხენის მოთვინიერება სცადა, მაგრამ ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მეზობლებმა მწუხარება გამოთქვეს: „ეს საშინელებაა!“ „შესაძლოა“, – გაიმეორა ფერმერმა. მალე სოფელს ოფიცერი ესტუმრა, მან აღწერა ყველა ახალგაზრდა, რომელიც ჯარში უნდა წაეყვანა, თუმცა ფერმერის შვილი სიაში არ შეუყვანია, რადგან მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. „ეს ხომ დიდებულია!“ უთხრეს მეზობლებმა, მაგრამ ფერმერს ტრადიცია არ დაურღვევია და კვლავ ერთი სიტყვით შემოიფარგლა: „შესაძლოა“.

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ფერმერი თავს იკავებდა მხოლოდ დანაკლისითა თუ სარგებლით, ერთი შეხედვით დანახული შედეგით გაეკეთებინა დასკვნა, ვინაიდან ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ არასოდეს ვიცით დანამდვილებით, ესა თუ ის მოვლენა იღბალია თუ უიღბლობა, ჩვენ მხოლოდ ჩვენს ცვალებად რეაქციებზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნებს.

ალან ვოტსი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები