ჰემინგუეი თავის პირად წერილებში ერთ დამწყებ მწერალს უხსნის, როგორ იქცეს კარგ მწერლად:
რა უნდა ქნას ადამიანმა იმისთვის, რომ კარგ მწერლად იქცეს?
დააკვირდი შენს ემოციებს თევზაობის დროს. როცა ვინმე თევზს იჭერს, რას აკეთებს ხოლმე ამ დროს? შეისწავლე ის ქმედებები, რომლებიც შენში მძაფრ ემოციებს იწვევს – იქნება ეს, თევზის წყლიდან ამოყვანის, ძაფის დაჭიმვისა თუ თევზის ნავში ჩაგდების პროცესი. დაიმახსოვრე ხმები და სიტყვები, რომლებიც ითქვა ამ დროს. რომელმა ქმედებამ აღგაფრთოვანა. შემდეგ დაწერე ამ ყველაფრის შესახებ და დარწმუნდი, რომ მკითხველს სრულად დაანახებ იმას, რაც თავად იხილე. ეს აუცილებელი სავარჯიშოა.
ამის შემდეგ შესახლდი ვინმეს თავში. სცადე მიხვდე, რაზე ფიქრობს კონკრეტული ადამიანი და რას გრძნობს ამ ფიქრების პარალელურად. თუ კარლოსი აგინებს ჯულიას, იფიქრე რას გრძნობს ორივე მათგანი, მხოლოდ იმაზე ნუ დაფიქრდები, რომელია მართალი. როგორც მწერალმა კი არ უნდა განსაჯო, არამედ გაუგო.
როცა ხალხი ლაპარაკობს, ყურადღებით უსმინე. ნუ იფიქრებ იმაზე, შენ რა უნდა უპასუხო. ადამიანების უმრავლესობა არასოდეს უსმენს და არც აკვირდება. შენ უნდა შეგეძლოს, შეხვიდე ოთახში და იქიდან გამოსვლისას იცოდე ყველაფერი, რაც დაინახე და არამხოლოდ. თუ ამ ოთახში შენში რაღაც ემოციები აღიძრა, ზუსტად უნდა იცოდე, რამ გამოიწვია ეს ემოცია. ივარჯიშე ამაში.
[textmarker color=D0A9F5]✔გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
იხილეთ ასევე: 7 რჩევა ჰემინგუეისგან, თუ როგორ ვწეროთ უკეთ