შალვა საბაური – „უამრავმა ლექტორმა დაგვირეკა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა“

აქტუალური

ცოტა ხნის წინათ, თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ თვითთმართველობა პროტესტის ნიშნად წყვეტს საქმიანობას:

„სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აჩერებს საქმიანობის პროცესს!

ამ წუთებში ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოებიდან სტუდენტური წარმომადგენლობების გამოწვევა!“ – ნათქვამია საბაურის განცხადებაში.

სტუდინფოს ჟურნალისტი დაუკავშირდა მას დამატებითი კომენტარებისთვის. იხილეთ ინტერვიუ შალვა საბაურთან.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

რამდენ ხანს აპირებთ აქციის/პროტესტის გაგრძელებას?

სანამ არ მოხდება რექტორის ცვლილება და შემდეგ მივაწვდით ამ მოთხოვნებს ახალ პირებს ვინც არ უნდა იყოს. კორუმპირებული რექტორის ყოფნა უნივერსიტეტში არასწორია. გუშინ გვქონდა აქციამდე შეხვედრა და ყველაფერზე თქვა გავითვალისწინებო, მაგრამ ესე საუბრობდა ადრეც და არაფერი შეცვლილა ამ მომენტში გამოვიწვიეთ ფაკულტეტის საბჭოებიდან წარმომადგენლები და ფაკულტეტის საბჭოების ფუნქციონირება პარალიზებულია.

რა შედეგს ელოდებით ამ ეტაპზე?

პოსტის დატოვებას.

რა იქცა აქციის ასე მოულოდნელად დაგეგმვის მიზეზად?

1 წლის წინ რა პრობლემებიც დავსვით იგივე საკითხებზე მოგვიწია საუბარი და რექტორთან შეხვედრის ვიდეოები დევს, ნახეთ რამდენად უმწეო პასუხებია, თუ ამას პასუხი შეიძლება ვუწოდოთ. ამასთან გამოვლინდა მორგებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია – აუდიტის სამსახურის დასკვნა საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ.

თუ არ დააკმაყოფილეს თქვენი მოთხოვნები გაქვთ რაიმე ალტერნატიული გეგმა?რა არის ეს გეგმა?

რის ალტერნატიულ გეგმას გულისხმობთ? ფაკულტეტის საბჭოები პარალიზებულია და აქციები მიმდინარეობს.

ლექტორებიდან ან ადმინისტრაციიდან თუ გყავთ მხახარდამჭერები?

უამრავმა ლექტორმა დაგვირეკა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. რაც შეეხება ადმინისტრაციას მის რეორგანიზაციას ვითხოვთ და რამდენად ადეკვატურია მათი მხარდაჭერა არ ვიცი. არ მგონია, რომ უშედეგოდ დასრულდეს ეს ნაბიჯები, ვნახოთ რა იქნება.

კონკრეტულად რომელ ლექტორებზეა საუბარი?

ამის შესახებ ინფორმაციას ვერ გაგანდობთ, სხვადასხვა ფაკულტეტებიდან არიან, ეს შემიძლია გითხრათ.

როგორია მხარდაჭერა სტუდენტების მხრიდან? როგორც ვიცი სტუდენტთა ნაწილი თქვენს ინიციატივას მხარს არ უჭერს.

მყარად ვდგავართ სტუდენტთა უმრავლესობა, რაღაც ნაწილი ამას აპროტესტებს, მაგრამ გუშინაც მოვუწოდეთ, რომ საჭიროა საერთო ინტერესებს დავეყრდნოთ.

ბიუროკრატიასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ხომ არ გაქვთ ,,მონახაზი” როგორ უნდა მოხდეს ამ ბიუროკრატიის დაშლა და მყარი, კომპეტენტური სისტემის შექმნა?

ბიუროკრატიული მექანიზმები სრულად განსაახლებელია – უნდა მოხდეს ლოჯისტიკური ანალიზი – და დაიგეგმოს შესაბამისი მენეჯერული სქემა, რომელიც მოქნილი იქნება.

1

ლადო პაპავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

შეხვედრა ვლადიმერ პაპავასთან

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები