იმ ადამიანებმა, რომლებიც გვიყვარდებიან, რომ იცოდნენ, როგორები ვიყავით მათთან შეხვედრამდე, მიხვდებოდნენ – დიდწილად თავად შეგვქმნეს;
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
როცა სიყვარულში ტრაგედიის ელემენტები იწურება, ადამიანები ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ ტრაგედიისთვის;
ღალატის პასუხი ღალატია, შენიღბული სიყვარულის პასუხი კი – გამქრალი სიყვარული.
ჩემთვის ფიზიკური სიყვარული ყოველთვის დაკავშირებული იყო უმანკოებისა და სიამოვნების ძლიერ გრძნობასთან. ამიტომ, ჩემს სიყვარულს ამაღლებული შეგრძნება ახლავს თან და არა ცრემლები;
სიყვარულის დაკარგვა ყველა უფლების დაკარგვას უდრის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინათ სრულად ფლობდი ამ უფლებებს;
ისინი, ვინც პრინციპებს არჩევენ საკუთარ ბედნიერებას, უარს ამბობენ იყონ ბედნიერები იმ ჩარჩოს გარეთ, რომელიც მათ თავიანთ თავს განუსაზღვრეს;
სულაც არაა დამამცირებელი, იყო უბედური. ფიზიკური ტანჯვა ზოგჯერ დამამცირებელია, მაგრამ ტანჯვა, რომელიც დაკავშირებულია არსებობასთან, დამამცირებელი ვერ იქნება, ის ცხოვრებაა.
ვნების დასასრული ნიშნავს, გიყვარდეს უაზროდ, როცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს;
არასოდეს შემიწყვეტია იმის სიყვარული, რაც ამ ქვეყნად წმინდაა.