ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ლიტერატურული გვერდი

ალბერ კამიუ ერთი წლისაც არ იყო, როცა მამამისი პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა. ის და მისი ძმა გაუნათლებელმა, თითქმის ყრუ დედამ გაზარდა, დესპოტი ბებიას დახმარებით. საბედნიეროდ ლუის გერმაინემ, ალბერ კამიუს მასწავლებელმა, შენიშნა საკუთარ მოსწავლეში ის ნიჭი, რომელმაც ის მომავალში დიდ მწერლად აქცია. გერმაინემ მენტორის როლი იტვირთა და მისი მფარველობით პატარა კამიუმ შეძლო მომავალი წარმატებისათვის აუცილებელი ცოდნის მიღება.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
როცა კამიუ 1957 წელს მეორე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანად იქცა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, მან თავის მასწავლებელს შემდეგი წერილი მისწერა.

albert-camus

„ძვირფასო გერმაინ,
მინდა ჩემში მღელვარება ჩაცხრეს, სანამ თქვენთვის მოსაწერად სიტყვებს ავარჩევ ჩემი გულიდან. ცოტა ხნის წინათ მომანიჭეს დიდი ჯილდო, რომლისკენაც არასოდეს ვილტვოდი. მაგრამ, როცა შევიტყვე ეს ამბავი, პირველი, ვინც დედაჩემის შემდეგ ამომიტივტივდა თავში, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, თქვენი მფარვოლობისა და იმ სწავლების გარეშე, რომლითაც საბრალო ბავშვს გაზრდის საშუალება მიეცით, დღეს ამ ჯილდოს ნამდვილად ვერ მოვიპოვებდი. სულაც არ ვაბუქებ ამ პრემიის მნიშვნელობას, მაგრამ, რაც მთავარია, ის მაძლევს საშუალებას, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და კვლავაც ნიშნავთ თქვენ ჩემთვის. მსურს დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, ღვაწლი და გულუხვი ყურადღება, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, ჩაბეჭდილია ერთი საბრალო ბიჭის გონებაში, რომელიც განვლილი წლების მიუხედავად დღესაც თქვენი მადლიერი მოსწავლეა.
გმადლობ თქვენ, მთელი გულით.“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები