სტაჟირება სტუდენტებისთვის ბუღალტრისა და აუდიტორის თანაშემწის პოზიციაზე

დასაქმება

აუდიტორული კომპანია შპს “პაპიაშვილი კონსალტინგ გრუპ”, “Kreston International”-ის წევრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის, ბუღალტრისა და აუდიტორის თანაშემწის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: საბუღალტრო/ საგადასახადო
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00 (არასტანდარტული)

კომპანია ეძებს კადრებს, რომლებსაც ახალი დამთავრებული აქვთ უნივერსისტეტი ან კადრებს, რომლებიც იმყოფებიან დამამთავრებელ კურსზე და სურვილი აქვთ განვითარდნენ საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში; ამავდროულად, გააჩნიათ საკმარისი თავისუფალი დრო გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე ადგილის, სრული განაკვეთით დასაკავებლად.

სტაჟირება დაიწყება 2015 წლის 1 ოქტომბერს და გაგრძელდება მომდევნო 6 თვის მანძილზე – შემდგომში მუდმივ სამუშაო ადგილზე დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოთხოვნები:

  •  სხარტი და ტექნიკური აზროვნება
  • კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
  • სასურველია საბუღალტრი პროგრამა “Oris”-ს ფლობა.
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა “1C”-ის ფლობა.
  • არითმეტიკისა და მათემატიკის ცოდანა
  • სასურველია rs.ge საგადასახადო პორტალზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების (MS Windows, MS Office, MS Word; Outlook), განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი).
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის (საქ. საგ. კოდექსი, ფინ. მინისტრის ბრძანებები, ნორმატიული აქტები და სხვა) პრინციპების ფლობა.
  • სიახლეების ადვილად ათვისებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ფლობა
  • უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
  • სასურველია ბუღალტრულ ან/და საგადასახადო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ACCA-ს პირველი ან/და მეორე დონეების დახურვის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, მათ შორი საბუღალტრო პროგრამაში
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება, კონტროლი;
  • სალაროს, ასევე საბანკო ამონაწერების დამუშავება, ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო გადარიცხვების მომზადება
  • rs.ge პორტალზე ოპერირება
  • სალაროს ოპერაციების წარმოება
  • მენეჯერის, დირექტორის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებში.
  • ყოველთვიური და ყოველწლიური ბუღალტრული ანგარიშგებისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ხელმძღვანელის დახმარება
  • ბუღალტრული დოკუმენტბრუნვის (დეკლარაციების, ანგარიშფაქტურების და სხვა ) უზრუნველყოფა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა – ინვენტარიზაცია, მათი აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • დებიტორული, კრედიტორული და სხვა ანგარიშების ნაშთების სისწორის კონტროლი
  • საბუღალტრო, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და მათი შესაბამისი დაწესებულებისათვის მიწოდება
  • უფროსი აუდიტორისაგან, აუდიტის პროექტთან დაკავშირებით მიღებული დავალებების შესრულება
  • სხვა მიმდინარე დავალებები.

პიროვნული თვისებები:

  • პატიოსნება
  •  სტაბილური ხასიათი
  • ბუღალტრული აღრიცხვისადმი ინტერესი
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მრავალი დავალების შეზღუდულ დროში შესრულების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
  • აკურატულობა და სიზუსტე
  • დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
  • თვითმოტივაციის უნარი, თვითდისციპლინა.

შემდეგომი ტესტირებისა და გასაუბრების მიზნით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დანარჩენ კანდიდატებთან არანაირი კომუნიკაცია (სატელეფონო, ელ. ფოსტის ან სხვა საშუალებით) არ წარმოებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

CV-ები ფოტოს გარეშე არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები