ლექტორის აღსარება

ინფორმერი

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც ლექტორს, ისე კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი სტუდენტებისა მიტარებია. ჯიგარიც ვიყავი და მკაცრიც, რექტორს ვებრძოდი, გულზვიადიც ვიყავი და ჩემფეხებაც, მაგრამ ჩემი სტუდენტებისთვის არასდროს მიღალატია, პიპა.

როცა სტუდენტებს ამდენი დამკვირებელი ჰყავთ მაკედონელიც ვერ ჩააბარებინებს მათ, პიპა. იცოდე, თუ მთელმა კურსმა არ მოინდომა მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ გადამწერებსა და მოკარნახეებს.

სიჭაბუკე და ოქროს წლები უნივერსიტეტს შევალიე, მაგრამ სტუდენტები „ჩათლახს“ მეძახდნენ, ხოლო დეკანები „პახავიკს“; დამანელა პირველკურსელების ძიძგილაობამ, პიპა. ჩვენშიყოველ „შკოლნიკს“ ასი ქულა და მაღალი ჯიპიეი სწყურია.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მუდამ პირველ მერხზე წამოჭიმულები ხმაურობდნენ აუდიტორიაში, ფეხქვეშ გვეგებოდნენ ლექტორებს რათა ქულები დაეწერათ, ამიტომაც არ მიყვარდა სოც-პოლელი მამუკა.
სტუდენტების უბედურებაც ეგაა სწორედ, უაზრო კითხვების დასმა უყვართ, ამიტომაც ვერ სწავლობენ ვერაფერ ახალს.

სანამ ლექციას ვკითხულობ, კარგი ვაჟკაცები არიან, კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ, როგორც კი სემინარზე ან პრეზენტაციაზე გამოვიძახებ, ენა ებმით და ბლუყუნს იწყებენ, პიპა.
ოდითგანვე ასე მოსდგამთ სტუდენტებს, მუდამ GPA-ის სიმცირეს მისტირიან, რადგან დამკვირებელი აურაცხელი ჰყავთ მუდამ…

 

წყარო: “მაღლივის ფანკლუბი”
ფოტო:ბექა ხარებავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები