სტუდენტებისთვის კომპანია მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას აცხადებს

დასაქმება
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე (500 ლარი ხელზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სახელფასო განაკვეთი: 800-1,200 ლარი (ხელზე)
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/ბოლო კურსის სტუდენტი (სასურველია მარკეტინგის სფეროში);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Photoshop და სხვა გრაფიკული რედაქტორების ცოდნა
  • ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების, საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა
  • კრეატიული და ძლიერი შემოქმედებითი ხედვა
  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
  • ძლიერი უნარები ანალიტიკასა და პროექტის მართვაში
ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის მარკეტინგული მხარდაჭერა, მათ შორის ინფორმაციული მასალების მოძიება/მომზადება
  • რეკლამის მენეჯმენტი: Facebook, Google Ads, სხვა მედია
  • ორგანიზაციის ვებ გვერდის მართვა, ადმინისტრირება, ინფორმაციის განთავსება
  • Facebook-ის გვერდის მართვა და კონტენტის მოძიება
  • სარეკლამო და ციფრული მედიის სააგენტოებთან ურთიერთობა
  • სოციალური არხების მართვა და განვითარება
  • სხვადასხვა ტიპის მარტკეტინგული და PR ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მედია გეგმის შემუშავება.
  • ბაზრის ანალიზსა და კვლევაზე დაფუძნებით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
  • პრეზენტაციების და რეპორტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
უპირატესობა მიენიჭება აღნიშნული საქმის მცოდნე/გამოცდილების მქონე პირებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები