ისრაელის მთავრობა აცხადებს სასწავლო და კვლევით სტიპენდიებს მაგისტრატრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.
სასწავლო სტიპენდიების მიღებისათვის აუცილებელია
- ფლობდეთ მინიმუმ ბაკალავრიატის დიპლომს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ ნაწილობრივი ან მთლიანი დაფინანსება.
სრული დაფინანსება გულისხმობს:
- სწავლის სრულ დაინანსებას;
- ყოველთვიურ სტიპენდიას 8 თვის განმავლობაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ნაწილობრივი დაფინანსება კი გულისხმობს:
- სწავლის ნაწილობრივ დაფარვას;
- ყოველთვიურ სტიპენდიას 8 თვის განმავლობაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
მგზავრობა და საცხოვრებელი ხარჯები უნდა დაფაროს მონაწილემ.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა. პროცედურები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.