ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ორგანიზებით 2015 წლის 16-19 სექტემბრს ტარდება V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სკოლა-სემინარი ჩატარდება ინტერდისციპლინურ ფორმატში და მოიცავს შემდეგ საკითხებს – ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბიოსუფრთხოება, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობა ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობა ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის, ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობა ბიომედიცინაში.
სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს (სულ 30 მონაწილე).
სკოლა-სემინარის ძირითადი მიზნებია:
- მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება;
- მსმენელთა გაცნობიერება ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში;
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე
- ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
- ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირება.
დასახული მიზნების მისაღწევად ბიოსამედიცინო მიმართულების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერების და უმაღლესი სასწავლებლების წამყვანი პედაგოგების მიერ ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები, დისკუსიები და ლაბორატორიული მეცადინეობები.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი CV-სა და გასაუბრების საფუძველზე.
სკოლა-სემინარის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.