პოლონელმა ახალგაზრდებმა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 12 ათასი ლარი შეაგროვეს

აქტუალური

პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ქეთევან ფრანგულაიშვილის ინიციატივითა და პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პატრონაჟით, ორგანიზაციამ „ხიდი საქართველოსთან”, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მოაწყო სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქცია-კონცერტები და მოაგროვა თანხა, რომელიც შეადგენს ოცი ათას პოლონურ ზლოტს (დაახლ. თორმეტი ათას ლარს).

20 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და თბილისის მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილთან, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა პოლონეთში ქეთევან ფრანგულაიშვილმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და შეგროვილი თანხა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდს გადასცა.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდა ელჩების პროგრამას – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” 10 ქვეყანაში ახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ახალგაზრდების პოტენციურ დამსაქმებლები, შეიქმნება საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების ერთიანი ბაზა, რომლითაც მოხდება საქართველოში დამსაქმებლების დაინტერესება.

პროგრამის საშუალებით შერჩეულ ,,ახალგაზრდა ელჩებს” შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები