ცესკოს აპარატში სტაჟირება გამოცხადდა. სტრუქტურულ ერთეულებში კონკურსის წესით მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ა) იურიდიული დეპარტამენტი – 2,
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – 1.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
მონაწილეობის პირობები:
- სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით:/www.hr.gov.ge.
- სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი;
- სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით;
- პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის სამ წელიწადზე მეტი. (სტუდენტებისათვის სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დახასიათების /რეკომენდაციის ცესკოში წარმოდგენა).
- სტაჟირება ასევე შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის სამ წელიწადზე მეტი;
- სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება სასწავლო/პროფესიული სწავლების მიზნით;
- სტაჟირებაზე არ მიიღებიან ის პირები,რომელთაც უკვე გავლილი აქვთ ცესკოში სტაჟირების სრული კურსი;
- სტაჟიორთა ლიმიტის გათვალისწინებით სტაჟიორთა შეფასებისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კანდიდატს, რომელსაც ცესკოს, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრ”-სა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში.
განაცხადები მიიღება 2015 წლის 17 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის საშუალებით.