„თბილისის განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსს აცხადებს

ინფორმერი

 „თბილისის განვითარების ფონდი“ Peter Moennig Fund დაTbilisi International Rotary Club-თან ერთად 2015 წლის საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
წარმოდგენილი არქიტექტურული ან არტისტული ნამუშევარი ქ. თბილისის ტურისტული-ეკონომიკური-სოციალური პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით უნდა გვთავაზობდეს ქალაქის არეალში მდებარე ობიექტის არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ინოვაციურ გადაწყვეტილებას/ტრანსფორმაციას შემდეგი მიმართულებით:

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

  1. პირველი მიმართლება: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვ)
  2. მეორე მიმართულება: გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვ.)

ნაშრომი გადაწყვეტილი უნდა იყოს ნახაზის, ესკიზის, პროექტის, 3D პრეზენტაციის, ფოტომონტაჟის, რენდერის და სხვ. სახით. ნაშრომი შეფასდება SMART (ნიჭიერების) კრიტერიუმით. ამასთან თანაბრად საინტერესო პროექტების შედარებისას ნაშრომის შეფასების გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი დამუშავების ხარისხი.

ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური.

საპრიზო ფონდი:

  • გრან – პრი პირველი მიმართულებით – ფულადი პრიზი 4 000 ლარი
  • გრან – პრი მეორე მიმართულებით – ფულადი პრიზი 4 000 ლარი
  • სპეციალური პრიზი თითოეული მიმართულებით: ტურისტული პოტენციალის ზრდის საუკეთესო ხედვა – ფასიანი პრიზი 1 000 ლარი
  • სპეციალური პრიზი თითოეული მიმართულებით: საუკეთესო ურბანისტული იდეა – ფასიანი პრიზი 1 000 ლარი
  • სპეციალური პრიზი თითოეული მიმართულებით: საუკეთესო არქიტექტურული გადაწყვეტა – ფასიანი პრიზი 1 000 ლარი
  • ჯამური საპრიზო ფონდი – 14 000 ლარი

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 17 აგვისტოდან – 19 ოქტომბრის ჩათვლით

კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება მოხდება თბილისობაზე, ოქტომბრის თვეში, საუკეთესო ინსტალაციების წარმოდგენით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები