შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმაოდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ (სამეცნიერო, სადოქტორო ან პოსტ- დოქტორანტურა)
- სამოტივაციო წერილი
- აქტუალური და სრული ბიოგრაფია
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე და უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საქართველოში შვეიცარიის საელჩო კანდიდატს განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს გადაუგზავნის.
საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა – 2015 წლის 13 ნოემბერი.
შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულზე.