ინტერნეტპორტალი VoxUkraine, კიევის ეკონომიკის სკოლასთან, უკრაინის წამყვან მედია და კავშირგაბმულობის კომპანიებთან ერთად აცხადებს ესეების კონკურსს.
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს სოციალურ-ეკონომიკურ თემებს.
მოთხოვნები:
- ესეში წარმოჩენილი უნდა იყოს პრობლემა, მისი ანალიზი და გამომწვევი მიზეზები;
- ესე არ უნდა აჭარბებდეს 10 000 სიმბოლოს (დაშორებების ჩათვლით), აბსტრაქტი კი უნდა მოიცავდეს 300-მდე სიმბოლოს. აბსტრაქტში მოკლედ უნდა იყოს წარმოდგენილი ესეს მთავარი იდეა, ესეს ბოლოს კი აუცილებელია დასკვნის წარმოდგენა;
- პლაგიატიზმის დაუშვებელია. ყველა ციტატას თუ ინფორმაციას მითითებული უნდა ჰქონდეს წყარო;
- ესე წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინულ ან ინგლისურ ენაზე.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
გამარჯვებულს გადაეცემა 8 000 უკრაინული გრივნა, მისი ნამუშევარი კი გამოქვეყნდება VoxUkraine-ს პორტალზე და უკრაინის წამყვან მედიასაშუალებებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომთან ერთად უნდა გაიგზავნონ ავტორის საქმიანობისა და განათლების შესახებ ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: [email protected]
ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა 31 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.