,,გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები” – სტუდენტის მიმართვა უნივერსიტეტს

აქტუალური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი დავით არჩვაძე უნივერსიტეტს დასკვნითი გამოცდების ჩაბარებულად ჩათვლისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით არჩვაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა ამ მოთხოვნის მთვარი მიზანია ის, რომ სტუდენტებს სურთ დაეხმარონ დაზარალებულებს და მონაწილეობა მიიღონ თბილისში მიმდინარე დასუფთავებისა და აღდგენით სამუშაოებში.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ამ მიზნით დავით არჩვაძემ პეტიცია გამოაქვეყნა, რომელის ხელმომწერთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. როგორც მანიფესტის ინიციატორმა განგვიცხადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სრულიად რეალურია.

,,მოთხოვნას ბევრი ჩათვლის “ვიგოდნიკურ” ნაბიჯად, მაგრამ მართლა კეთლი მიზანი აქვს ამ წამოწყებას. თუ რეალური ნება გამოჩნდა თავისთავად სხვა უნივერსიტეტებსაც მივმართავ ანალოგიური მოთხოვნით, ” – აღნიშნავს დავით არჩვაძე.

პეტიციას, რომელიც 18 ივნისს გამოქვეყნდა თანდართულია სტუდენტის მიმართვა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

,,13 ივნისის დილიდან, ყველა სტუდენტი იწყებდა მზადებას მომავალი გამოცდებისთვის, ზოგი რეალურად, ზოგიც ფიქრებში.. არავის ეგონა რა საშნელება დატრიალდებოდა საღამოს… 14 ივნისს ყველამ ერთად დაიკიდა მომავალი გამოცდები, ყველამ დაივიწყა ქულები და აკადემიური მომავალი… ყველა ერთად გავიდა ქალაქის საშველად… არავინ ფიქრობდა კანის ფერზე, რელიგიურ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე… ყველა ყველას ეხმარებოდა… გლოვობდნენ დაღუპულებს და სიხარულით ხვდებოდნენ გადარჩენილებს… არავინ ფიქრობდა დასვრილ და გაფუჭებულ ტანსაცელზე… არავის შიოდა და არავის სწყუროდა… მიზანი იყო ერთი – მოვაწესრიგოთ ქალაქი, ვიპოვნოთ დაკარგული თანამოქალაქეები, დაზარალებულებს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან და რომ ისინი არავის გაუწირია…

15,16,17 ივნისი – არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოტივაცია იზრდება.. ნელ-ნელა ჩანს შრომის შედეგი… ყველაფერი გამოდის.. ქალაქი ქალაქს ემსგავსება, გადარჩენილებს იმედი უჩნდებათ რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება…  ახალგაზრდები კი ისევ გარეთ არიან, შრომობენ.. არავის აინტერესებს წარსული უთანხმოებები, მთავრობა და ოპოზიცია, ქრისტიანი და მუსლიმი, თეთრი და შავი, ქართველი და რუსი ერთად დგანან და შრომობენ, უვლიან თბილისს, ქალაქს რომელსაც დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიურ და ეთნიკურ განმასხვავებელთა გამქარწყლებელი… აქ იწერება ისტორია, აქ ვიჯერებთ რომ მართლა დიადი ერი ვართ, შეგვიძლია ყველაფერი და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მონდომებაა საჭირო…  ქართული სამოქალაქო საზოგადოება შედგა…  

მე არ ვფიქრობ რომ უნივერსიტეტმა მხოლოდ ვიწროსპეციალობითი განათლება უნდა მოგცეს.. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის ცხოვრების ის ეტაპი, სადაც ადამიანი უნდა გახდეს მოქალაქე, უნდა გაიზროს რა არის სახელმწიფოშ ცხოვრება.. უნდა ისწავლოს ადამიანების დაფასება და შეითვისოს ყველაზე მთავარი.. არავინ არაფერია ერთმანეთის გარეშე… ამას ვერ გასწავლის ვერცერთი ლექტორი, ამას ვერ გვასწავლიან დიდი ფილოსოფოსები… ეს უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ მხოლოდ პრაქტიკით… ეს პრაქტიკა კი სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემი თაობისათვის…  მაგრამ მაინც, ჩვენ ვნახეთ რა შეგვიძლია ერთად, რა შეუძლია ცალკეულ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გაერთიანდა… მე ვთვლი, რომ ლოკი სწორედ ამას გულისხმობდა დემოკრატიის ქებაში, მონტესკიეს იმედი ჰქონდა, რომ ფრანგები სწორედ ამ ყველაფერს ისწავლიდნენ…  ვთვლი, რომ ლორდ ექტონს არ გაუთვალისწინებია ხალხის ძალაუფლება, თავისი ცნობილი ფრაზის წარმოთქმისას… ძალაუფლება რყვნის, მაგრამ არა მაშინ როდესაც ხალხი იღებს მას… აბსოლუტური ძალაუფლება, აყალიბებს აბსოლუტურ საზოგადოებას… ძალაუფლება არ არის დიდი კაბინეტი და „წითელი ტელეფონი“..

ძალაუფლება არის ის, რომ შეგიძლია 3 დღეში გაწმინდო 3 მეტრიანი ტალახით დაფარული უდიდესი ტერიტორია, ხელისუფლებას დაანახო, რომ ერთ ადამიანზე ვერ გადატყდება ჯოხი და რომ შენ – ხალხი, ამას არ დაუშვებ… მიეცით ხალხს აბსოლუტური ძალაუფლება და თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს ყველაფერს… არ იარსებებს ბარიერები…

მოგვეცით ძალაუფლება და ჩვენ ავაშენებთ თომას მორის უტოპიას…  მოგვეცით საშუალება დავრჩეთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებად… ნუ ჩაგვიკლავთ მომავლის იმედს… ხელს ნუ შეუშლით სტუდენტებს აკეთონ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საქმე, აშენონ ძლიერი საზოგადოება… მოგვეცით ნება ეს ზაფხული მივუძღვნათ ჩვენს თბილისს, ჩვენ თანამოქალაქეებს…

გთხოვთჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები….

პატივისცემით,
Davit Archvadze”

დაინტერესებულმა პირებს პეტიციის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე.

პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ,სტუდენტების რეაქციების გამო პეტიციის ინიციატორმა დავით არჩვაძემ, მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები