ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 17 ივნისიდან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება და 22 ივნისს განახლდება.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
,,ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დღეიდან, 17 ივნისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება. სასწავლო პროცესი განახლდება ორშაბათს, 22 ივნისს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ არგუსის საშუალებით,” – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებში
შეგახსენებთ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ილიაუნიში სასწავლო პროცესი 15 ივნისიდან შეჩერდა.