ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიქიური მოვლენების გამო, ფინალური გამოცდები, რომლებიც სასწავლო კორპუსებში, რესურს ცენტრსა და საგამოცდო ცენტრებში 15, 16 და 17 ივნისს უნდა გამართულიყო გადაიდო.
ამის შესახებ Aris.ge-განათლებას თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა მამაგულიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გამოცდები 9 ივლისის შემდეგ გაიმართება და ინფორმაციას სტუდენტები მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც მიიღებენ.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა გამოცდა გადადებულია. აღნიშნული ფაქტი სტუდენტების ელექტრონულ ბაზებში ხვალვე აისახება. ეს ცვილებება ყველა იმ სტუდენტს ეხება, რომელთაც გამოცდები მითითებულ დღეებში სასწავლო კორპუსებში, რესურსცენტრსა და საგამოცდო ცენტრებში უნდა ჩატარებოდათ“, – აღნიშნა მამაგულიშვილმა Aris.ge-განათლებასთან.
სტიქიის გამო მე-11 კლასის გამოცდების განრიგში გარკვეული ცვლილებები შევიდა
ქეთი არის© გიგოლაშვილი