განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
როგორც ცენტრის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს.
განაცხადების ადმინისტრაციული გადასინჯვის შემდეგ, კომისია განიხილავს და შეაფასებს მიღებულ აპლიკაციებს, ხოლო ნახევარფინალში გადასულ აპლიკანტებს კომისია 29 ივნისიდან 10 ივლისამდე გასაუბრებაზე მოიწვევს.
კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი.