3 ივნისს, 19 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალის – ‘’სტუდენტური დღეები 2015’’ – დახურვის ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა ნომრით, მათ შორის, ხალხური და თანამედროვე სიმღერა; ხალხური და თანამედროვე ცეკვა; თეატრალური და ორიგინალური ნომერი და სხვა. ყველა ნომერი შესრულდება ფესტივალში მონაწილე სტუდენტების მიერ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული უნივერსიტეტები, სტუდენტები, გამოვლინდება საუკეთესო გულშემატკივარი. ასევე, მადლობის სიგელი გადაეცემა ფესტივალში მონაწილე ყველა სტუდენტს და ‘’სტუდენტური დღეები 2015’’-ის ორგანიზატორებს. ცერემონიას დაესწრებიან მოწვეული სტუმრებიც.
“სტუდენტური დღეები” სტუდენტური პროექტია, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.
სტუდენტური დღეების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.
2015 წელს პროექტში მონაწილეობდა 52 უმაღლესი სასწავლებლის 5 ათასამდე სტუდენტი.