ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ფილოლოგთა გაერთიანება – “არილი” ჩამოყალიბდა.”არილი”დაკომპლექტებულია I და II-კურსელი ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებით.
ასოციაციამ უკვე ჩაატარა ორი გაცნობითი სახის შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტის ლექტორებთან, ასევე სტუდენტებთან.
სტუდენტ ფილოლოგთა გაერთიანების მიზანია – ქართული ფილოლოგიის, როგორც სპეციალობის, არსისა და პერსპექტივის სწორი გაგება, ენის სიწმინდის დაცვა, თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია, ჯანსაღი კრიტიკის დანერგვა და მისი სწორად გაგების ხელშეწყობა.
“თანამედროვე საზოგადოებაში ქართული მწერლობის ცოდნის დეფიციტია, ეს ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ერთ–ერთი მიზანიც მათი მუდმივი ინფორმირებაა” – მარიამ მათიაშვილი (“არილის” ერთ–ერთი დამფუძნებელი).
აღსანიშნავია, რომ “არილი” სამომავლოდ გეგმავს მთარგმნელობით საქმიანობას და ასევე, არაერთი შემოქმედებითი საღამოს მოწყობას.
გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა სტუდენტ ფილოლოგთა ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლიდან. თითოეულს კი აქვს შესაძლებლობა, აირჩოს თავისთვის სასურველი დეპარტამენტი:
1.ენა
2.ლიტერატურა
3.საზოგადეობასთან ურთიერთობა
სოფიკო კარტოზია