ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისთვის

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი


”ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ უკანასკნელის მიზანი კი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაა. ორგანიზაციის წევრობა ყველას შეუძლია, მთავარი საქმის კეთების, რაიმეს უკეთესობისაკენ შეცვლის სურვილია. ვრცლად აღნიშნულ ორგანიზაციაზე, მათ გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე თამთა საგინაშვილი გვესაუბრება, რომელიც თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელია.

– მოგესალმებით, თამთა. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, გაგვეცანი ორიოდე სიტყვით.

– ვარ 20 წლის. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიას, მე-2 კურსზე გახლავართ.

– საიდან გაიგე იმ ორგანიზაციის შესახებ, რომლის ირგვლივაც ვაპირებთ საუბარს? როგორ მოხვდი?

11289667_912617258799612_2108962603_n–  ორგანიზაციის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრებისგან და ძალიან დავინტერესდი. შემდეგ, როდესაც გამოცხადდა წევრების მიღება, გავაგზავნე სივი, წარმატებით გავიარე გასაუბრებაც და გავხდი ორგანიზაციის წევრი. ახლა კი, ვარ თბილისის კომიტეტის თავჯდომარე და მაქსიმალურად ვცდილობ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვა. ჩვენ ახლაც გვქონდა გამოცხადებული სტაჟიორების მიღება და სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი მსურველი დარეგისტრირდა. მათი შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად და  სამი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაუწევენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებს ორგანიზებას. უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი გამოთქვამს სურვილს უანგაროდ აკეთოს სიკეთე და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე. ძალიან მიყვარს, როდესაც ვამბობ ამ სიტყვებს და ახლაც ვიტყვი: – ახალგაზრდები ვართ სწორედ ის მამოძრავებელი ძალა, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

– რამდენი ხანია რაც თქვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს?

– ორგანიზაცია დაარსდა 2013 წლის 26 ივნისს და დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს იარსებებს და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

– თუ გაქვთ თქვენი ფართი/ოფისი/შეკრების ადგილი, სადაც ერთმანეთს სიახლეებსა და იდეებს უზიარებთ?

–  რასაკვირველია. ჩვენ გვაქვს კვირაში ერთი დღე, როდესაც ვიკრიბებით, იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ვფიქრობთ ახალ პროექტებზე.

– საინტერესოა, რამდენი ხელმძღვანელისგან შედგება ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის? ვგულისხმობ იმ ძირითად გუნდს, რომელთაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კეთილი საქმის კეთებაში.

– ორგანიზაციას ჰყავს პიარ-მენეჯერი, კოორდინატორი, პროექტების მენეჯერი, მონიტორინგის ხელმძღვანელი, კომიტეტის თავჯდომარე და რასაკვირველია დამფუძნებელი. სხვა წევრები კი სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილებულნი არიან პიარის, პროექტების მართვის და მონიტორინგის ჯგუფებში. ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი მოვალეობა, რომელსაც ვასრულებთ.

11348747_912617285466276_1442622398_n– მოგვიყევი თქვენი პროექტების შესახებ. ბოლოს რა აქტივობა განახორციელეთ?

– ბოლოს გვქონდა პროექტი ,, შენ მარტო არ ხარ“, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. მოხდა მოხალისეების მიღება. მათთან ერთად მივდიოდით ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ხალხთან, ვიღებდით ინტერვიუებს, ვცდილობდით დაგვედგინა მათი ძირითადი პრობლება და შემდეგ შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით. ვისაც ჰქონდა სურვილი მას სახლშიც ვსტუმრობდით. ვსტუმრობდით ასევე ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მხრივ აქვთ რაიმე პრობლემა. პროექტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ადამიანს, ვისაც სჭირდება შენი გვერდით დგომა უნდა დაუდგე და დაანახო, რომ ის არ არის მარტო. შეიძლება ვერ შეძლო მისი მატერიალური დახმარება, მაგრამ დაეხმარო მორალურად, გამოიჩინო მის მიმართ ყურადღება, სითბო. ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ რომ შენი მცირე ყურადღებაც კი ადამიანს უდიდეს სიხარულს ანიჭებს.

– ბუნებრივია, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, საიდან იძიებთ ფინანსებს?

–  როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაქვს პიარის ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც სწორედ სპონსორებთან ურთიერთობაა. ასევე კეთდება ვიდეო მიმართვები, რომლებიც ვრცელდება  სოციალურ ქსელებში და საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, რომ ამას მცირე შედეგი მაინც აქვს და არსებობენ  ისეთი ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი გვერდში დაუდგნენ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი მატერიალური მხარდაჭერის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური და ჩვენი  ორგანიზაცია ამაზე აქტიურად მუშაობს.

 –  ჩვენს დროში ბევრი პრობლემაა. როგორ ხდება ერთი პრობლემის გამოყოფა, წინა პლანზე წამოწევა და შეჯერება?

–  ნამდვილად უამრავი პრობლემა და სფეროა, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი რაც შეიძლება მეტი სასარგებლო რამ გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც გვაქვს ახალი იდეა მუშაობის დაწყებამდე ვცდილობთ გავითვალისწინოთ ყველაფერი, ჩვენი შესაძლებლობები, საზოგადოების მხარდაჭერა, საბოლოო შედეგები და  ა.შ.  შემდეგ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რისი გაკეთებაც უფრო რეალურია და რაღა თქმა უნდა სასარგებლო. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ორგანიზაცია შეძლებს და გააკეთებს იმ ყველაფერს, რის გაკეთებასაც ახლა ვერ ვახერხებთ გარკვეული მიზეზების გამო.

– გადახედე თქვენი ორგანიზაციის მუშაობას და გვითხარი,  შენ რომელ პროექტს გამოარჩევდი, ანუ რომლისგან მიიღე მაქსიმალური სიამოვნება.

– მე ძალიან მიყვარს, როდესაც სტუმრად მივდივართ ბავშვებთან. მათგან მოდის უდიდესი სითბო და სიყვარული. პირველ ივნისს ვგეგმავთ მიუსაფარ ბავშვთა სახლში მისვლას და მათთვის ტანსაცმლის, სათამაშოების და სხვადასხვა საჩუქრების მიტანას. ასევე ძალიან მახარებს მამა თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრები, რომლებსაც საბედნიეროდ ბევრი ადამიანი ესწრება. მორიგი შეხვედრა შედგება 25 მაისს, თემაზე: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა ქრისტიანობაში“.

-დიდი მადლობა! წარმატებებს გისურვებ!

– დიდი მადლობა შენ!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები