10 ხრიკი თქვენი ფულის დასაზოგად

ინფორმერი

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ფულის შეგროვება და დანაზოგის გაკეთება არც თუ იოლი საქმეა, განაკუთრებით კი სტუდენტებისთვის. თუმცა ჩვენ გასწავლით 10 ხრიკს , რომელიც დაგეხმარებათ, თუნდაც მცირედი შემოსავლებიდანაც გარკვეული დანაზოგი გააკეთოთ. დანაზოგი კი შეგიძლიათ მომავალში თქვენი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოთ, იქნება ეს საოცნებო არდადაგების მოწყობა, სწავლის გაგრძელება, კონკრეტული შენაძენის გაკეთება და სხვა (მიზნებს და სურვილებს რა დალევს, მთავარია საშუალება იყოს).

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

1. დამალეთ ფული საკუთარი თავისგან

თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან, თუ მუშაობთ ხელფასიდან გამოყავით კონკრეტული რაოდენობის თანხა, რომელიც ავტომატურად ჩაირიცხება იმ ანგარიშზე საიდანაც დახარჯვას ვერ მოახერხებთ. თუ ანგარიში არ გაქვთ გახნილი, გააკეთეთ ყულაბა და თქვენი შემოსავლიდან კონკრეტული რაოდენობა იქ შეინახეთ. ასე თქვენი გონება შემოსავლად ,,დაქვეთილ” თანხას აღარ აღიქვამს და დარჩენილ თანხასაც უფრო გონივრულად გახარჯავთ.

2. შეისწავლე შენი თავის ქცევები

თუ გინდათ ფულის დაზოგვა, უნდა შეისწავლოთ და გააანალიზოთ საკუთარი ქცევები, რომლის შედეგადაც ფული გეხარჯებათ. როცა აღმოაჩენს მიზეზებს, რაც ფულის ხარჯვისკენ გიბიძგებთ, შეძლებთ პრიორიტეტების გადანაწილებას თუ რომელი დანახარჯი უფრო მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში და შესაბამისად ზოგიერთი ჩვევის დათმობაც მოგიწევთ.

3. შეინახეთ თანხის გარკვეული რაოდენობა ,,შავი დღისთვის”

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ერთ დღესაც უეცრად შესაძლოა გაუთვალისწინებელი, მაგრამ აუცილებელი ხარჯი გამოგიჩნდეს. ამიტომ ეცადეთ რომ მსგავსი დანახარჯისთვის რაღაც დონეზე მაინც იყოთ მზად.

4. აწარმოე ხარჯთაღრიცხვა

ხარჟების აღრიცხვას არ ჭირდება უმაღლესი მათემატიკის ცოდნა. უბრალოდ ერთი თქვის მანძილზე მოინიშნე ყველანაირი დანახარჯი, რაც საშუალებას მოგცემს საერთო ჯამში გაერკვე რაში გეხარჯებათ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი და რისი დაზოგვა შეგიძლია.

5. ისწავლე ფულის ენა

401K, Roth IRA, ROI, Cash flow, Net worth –  თუ არ იცი რას აღნიშნავს ეს ფინანსური ტერმინები, აჯობებს გაეცნო. ფულის ენის ცოდნის შემდეგ თითოეულ თეთრს უფრო გონივრულად და მიზანდასახულად დახარჯავ.

6. ნუ იმსჯელებთ სხვების ფინანსურ მდგომარეობაზე ერთი შეხედვით

ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვას, რადგან თქვენ არ იცით სინამდვილეში როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. ამასთან თუ თქვენ ცდით მოირგოთ ,,მდიდრის” როლი, ასე უფრო მეტ თანხას დახარჯავთ.

7. ნუ იყიდით რაღაცას მხოლოდ იმიტომ რომ ის ძალიან იაფია

ნუ იყიდით ნივთს, რომლის შეძენის აუცილებლობა არ არსებობს, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ რომ იაფია.

8. საყიდლების დროს გამოიყენეთ ნაღდი ფული

კვლევები ადასტურებს, რომ როდესაც საყიდლებზე ნაღდი ფულით ვაჭრობთ, უფრო ნაკლებს ხარჯავთ ვიდრე საკრედიტო ბარათით. ეს იმიტომ რომ ადამიანის ტვინი მტკივნეულად რეაგირებს როცა ფული ფიზიკურად ტოვებს მის ჯიბეს, საკრედიტო ბარათით კი ნაკლებად ხდება ფულის ხარჯვის აღქმა.

9. შეზღუდეთ სატრანსპორტო ხაარჯები

ალბათ, დამეთანხმებით დანახარჯების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი სატრანსპორტო დანახარჯებზე მოდის. თუმცა თუ მანძილი თქვენს სასწავლებლამდე ან სამსახურამდე საშუალებას გაძლევთ, რომ ფეხითაც ადვილად მიხვიდეთ, ეს თქვენს დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამადროულად ფეხით გავლა თქვენი ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

10. დააჯილდოვე საკუთარი თავი

კონკრეტული თანხის შეგროვების შემდეგ დააჯილდოვეთ თქვენი თავი სიმბოლური შენაძენით, რათა თანხის დაზოგვა მხოლოდ მსხვერპლთშეწირვას არ მოითხოვდეს და გარკვეული სიამოვნებაც მიიღოთ.

წყარო:  www.lifehack.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები