“უშველეთ, თეატრალურს”

აქტუალური

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი


საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტები მუდმივად მოითხოვენ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, უკეთესი პირობების შექმნას და მუდმივად აქვთ პროტესტის გრძნობა. ამჟამად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს  უნივერსიტეტის სტუდენტები, აქტიურად, გამოთქვამენ  პროტესტს იმ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოს მიმართ, სადაც მათთვის სასწავლო პროწესი ყოველდღიეურად მიმდინარეობს. ვიდეორგოლი სახელწოდებით, – ,,უშველეთ თეატრალურს’’, უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინტერნეტით გაავრცელეს, მალევე მან ჟურნალისტების და კულტურის სამინისტროს ინტერესი გამოიწვია.

11139382_841947725878448_468583171046205303_nთეატრალურის სტუდენტები სასწავლო პირობების არარსებობას უჩვიან. ძველი ელექტრო გაყვანილობა, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა და საძირკველი,  სწავლისთვის არახელსაყრელი პირობების გარდა, სტუდენტების თქმით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოსაც ქმნის. გარდა ამისა, ერთ-ერთ აუდიტორიაში ჭერის ჩამოინგრევამ, სტუდენტების პროტესტი გააძლიერა.

ადმინისტრაციაში იუწყებიან, რომ კონკრეტული დაზიანებების შეკეთება უნივერსიტეტს საკუთარი ფინნსებითაც შეეძლო, მაგრამ იმის გამო რომ შენობა კულტურული ძეგლია, მერიის შესაბამისი სამსახურის ჩარევის გარეშე ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

ფინანსების არ არსებობის თუ სხვა რაიმე მიზეზების გამო,  კაპიტალური რემონტი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არ გაკეთებულა და  მიმდინარეობდა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი, უნივერსიტეტში სავალალო შედეგი დადგა.

,,ჭერის ჩამონგრევის ფაქტით ჩვენ დავრწმუნდით იმაში რომ ნებისმიერი დღე არის სიცოცხლისთვის საშიში. სტუდენტებს ძალიან შეგვეშინდა და ამის შემდეგ დავიწყეთ აქტიურობა. გარემო საშიშია, არამარტო, სტუდენტებისთვის არამდე ყველა აქ მომუშავე პერსონალისთვის. არ გავა კვირა რომ რამე არ მოხდეს, ეს იქნება მოკლე ჩართვა თუ რაიმე ბზარის გაჩენა, რის გამოც სასწავლო პროცესშიც გვეშლება ხელი’’, – ამბობს თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი რაზმაძე.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

შენობას პრობლემა დიდი ხანია რაც აქვს. შენობა თავიდანვე არ ყოფილა გამიზნული ისეთი დატვირთვისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა და დღესაც აქვს. ჭერი ჩამოიშალა  უნივერსიტეტის მეორე კორპუსშიც, თუმცა, ამის მიუხედავად მეორე კორპუსში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ კულტურის მინისტრმა გამოთქვა სტუდენტებთან შეხვედრის სურვილი და შენობის რეაბილიტაციას დაჰპირდა. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განცხადა:

“თეატრალურში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ, კარგად არის ცნობილი მრავალი წლის მანძილზე. თუმცა, წელს პირველად გამოიყო ფული პირველ რიგში შენობის მდგრადობის შესასწავლად და პროექტის გასაკეთებლად. ტანხა არის გამოყოფილი კვალიფიციური პროექტის შედგენისთვის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება, თანხა სრული რეაბილიტაციისთვის”.

unnamed-6სტუდენტებს აქვთ კულტურის სამინისტროს იმედი, მაგრამ, თუკი, არ დადგება შედეგი სტუდენტები გაცილებით აქტიურ საპროტესტო ტალღას გეგმავენ.

გიორგი რაზმაძის თქმით, სანამ მუშაობა არ დაიწყება სტუდენტებს ას პროცეტიანი გარანტია არ აქვთ, თუმცა იმედი აქვთ რადგან თეატრალურის რეაბილიტაცია არის კულტურის სამინისტროს მოვალეობა. რომელიც აქამდეც უნდა შეესრულებინა.

თეატრალური უნივერსიტეტის თეატრის და დრამის ფაკულტეტის დეკანის გიორგი შალუტაშვილის თქმით, – ბუნებრივია, რომ სტუდენტებს პროტესტი აქვთ და უკეთეს პირობებს მოითხოვენ, ის არ უარყოფს რომ შენობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისის აზრით, უნივერსიტეტში სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს ვიდრე ჭერის ჩამონგრევაა:

,,რამდენიმე წელია, რაც მუშავდება გეგმა უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის, ამასთან დაკავშირებით პროექტიც არსებობს. საჭიროა მხოლოდ დეტალური პროექტი. საქმე დაწყებული იყო, უბრალოდ ესე დაემთხვა ყველაფერი. პროექტი შედგენა და რემონტი ესე მალე არ ხდება, გარდა ამისა, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები დგას უნივერსიტეტში’’, – ამბობს დეკანი.

უნივერსიტეტში რემონტი ნაწილობრივ მიმდინარეობდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ უხარისხოდ. შედეგად კი წყალი ჩამოდის და სასწავლო პროცესსაც ხელი ეშლება. გიორგი შალუტაშვილი იმედს გამოთქვამს რომ რემონტი, რომელიც დაიწყება პროექტის დასრულების შემდეგ იქნება ხარისხიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის პრობლემა ვერ მოგვარდება და დარჩება თაობების პრობლემად.

,,უნდა მიეხედოს კულტურას და შენობას, მითუმეტეს მაშინ როდესაც საქმე მომავალ თაობას ეხება, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა არ მიმაჩნია სწორად’’ – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, რემონტი უნდა იყოს დროში დაგეგმილი და სასწავლო პროცესთან შეთანხმებული. ძირითადი სამუშაოები კი ზაფხულში განხორციელდეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების პროტესტს და ამასთანავე, იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი არ დარჩება მხოლოდ კამპანიად და პროტესტი შედეგს გამოღებს.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები