მოუყევი მსოფლიოს შენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტის შესახებ – ფოტოკონკურსი

კონკურსები

EuCaSa აცხადებს ფოტოკონკურსს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების შესახებ.

კონკურსი პროფესიონალ და მოყვარული ფოტოგრაფებს აძლევს საქშუალებას გამოთქვან საკუთარი აზრი კადრების დახმარებით, და აჩვენონ მსოფლიოს რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტის ან მშვიდობის მშენებლობის პროცესი.

კონკურში მონაწილოება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს  საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

კონკურსში მონაწილოებისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

  • ნამუშევარი უნდა ეხებოდეს იმ ქვეყნის კონფლიქტის ზონას, რომელსაც წარმოადგენს მონაწილე;
  • დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები;
  • ნამუშევარი უნდა წარადგინოს მისმა ავტორმა;
  • სურათზე აღბეჭდილი პროცესი გადაღებული შესაბამისი ნებართვის შედეგად
  • თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს 3 ფოტოსურათი, რომლებიც უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის JPEG ფორმატის;
  • ფოტო უნდა იყოს მინიმუმ ერთი წლის;
  • ნამუშევარს არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა კონკურსებში
  • ფოტოსურათს თან დაურთეთ ინფორმაცია ფოტოსურათისა და თქვენ  შესახებ.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები და საჩუქრები. ამასთან 20 საუკეთესო ნამუშევარი გამოფინება ბრუსელში მშვიდობისა და კონფლიქტების შესახებ გამოფენაზე.

სურათების გაგზავნის ბოლო ვადაა 31 მაისი 22:00 ბრუსელის დროით.

კონკურსში მონაწილების მისაღებად გადადით ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ. 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები