ავტორი: ანი ბოჭორიშვილი
ინგლისური ენის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა ახალგაზრდებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. ამა თუ იმ სფეროში დასაქმება ინგლისურის კარგად ფლობის გარეშე, თითქმის, წარმოუდგენელია. სკოლის შემდეგ მათ ენის ცოდნის გაღრმავებაში უმაღლესი სასწავლებლები უნდა უწყობდეს ხელს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული ინგლიურის შესწავლასაც.
რა მდგომარეობააა ამ მხივ საქართველოს უნივერსიტეტბში? როგორი მიდგომა აქვთ ამ საკითხის მიმართ? – ამ თემაზე სხვადასხვა უმაღლესი საწავლებლის სტუდენტები საუბრობენ:
თათია გაჩეჩილაძე კავკასიის მედიასკოლის სტუდენტია. ამბობს, რომ მის სასწავლებელს ენის შესწავლასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მიდგომა აქვს: – ,,ჩვენს უნივერსიტეტში ინგლისური ისწავლება დონეების მიხევით, კურსის ხანგრძლივობაც შესაბამისია. პირადად მე ეროვნული გამოცდის ქულის მიხედვით მოვხვდი უმაღლეს დონეზე, ამიტომ 4 სემესტრი ვსწავლობ ინგლისურს. ამჟამად, პროფესიულ ენას გავდივარ და ვფიქრობ, რომ უცხო ენებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემი უნივეტსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა. ხშირად მესმენია სხვა სტუდენტებისგან, რომ ინგლიურს ძალიან ცუდად ასწავლიან. ჩვენთან, უცხო ენები, განსაკუთრებული სიძლიერით ისწავლება. სწავლებას ყურადღება ყოველ კურსზე ექცევა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ენის ცოდნას შესაბამისი სერტიფიკატით ვადასტურებთ’’, – აღნიშნავს თათია.
სწორედ, ეროვნულ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მიღებულმა ქულამ განაპირობა ენის შესწავლის ხანგრძლივობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამარ თუთარაშვილისათვის. პროფესიულ ინგლისურს (Medical English) 3 სემესტრის განმავლობაში სწავლობდა, ზგადი ინგლიუსრი კი არ გაუვლია: – “თავიდან ეროვნულებზე მიღებული ქულები გვკითხეს და აღმოჩნდა, რომ ყველას მაღალი ქულა გვქონდა. ამიტომ, პირდაპირ Medical Egnlish გავიარეთ. ლექტორმა გრამატიკის შესწვლა საკუთარი სურვილით შემოგვთავაზა, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან ვინც ეროვნულებზე ინგლსური ჩვაბარეთ, ეს დონე ისედაც ვიცოდით, თანაც Medical English რთულ წინადადებებს არ მოიცავდა. იმ სტუდენტებმა კი, რომლებმაც გერმანული ან რუსული ენა ჩააბარეს, სამედიცინო ტერმინოლოგიის ამ ენებზე შესწავლა გააგრძელეს. ვისურვებდი, რომ Medical English-ს უფრო სერიოზული სახელმძღვანელოთი გვასწავლიდნენ. სამედიცინო ტერმინები პირველ კურსზე ისედაც შევისწავლეთ ლათინურად, ინგლისურად კი იგივე რჩება. მართალია, გარკვეულწილად, ცოდნა გამიღრმავდა, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირდა ასეთ მარტივ სახელმძღვანელოზე წელიწად-ნახევრის დახარჯვა’’, -ამბობს ის.
ამ სასწავლებლებისაგან განსხვავებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტში ენის ცოდნის დონის დასადგენად სტუდენტებს ტესტირებას უტარებენ. მიღებული ქულების მიხედვით კი შესაბამის ჯგუფებში ანაწილებენ.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტის ნინო ფერაძის თქმით, სასწავლებელში ინგლისურს British Council-ის როგრამით ასწავლიან, რაც ძალიან ეფექტურია. ენის ცოდნის დონის განსასაზღვრად პირველ კურსზე ტესტი ჩაუტარეს. ამიტომ, ინგლისურს ის 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. ნინო ამბობს, რომ იმ ცოდნიც, რაც ამ დროის განვავლობაში მიიღო, ძალიან კმაყოფილია.
პირველ კურსზე ჩატარებული ტესტირების შედეგებმა განსაზღვრა ენის შესწავლის ხანგრძლივობა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი დევდარიანისათვის. მას ინგლიურის ლექციები ოთხი სემსტრის განმავლობაში უტარდებოდა. მისი თქმით, პროფესიული ინგლისურის შესწავლა პროგრამით განსაზღვრული არ ყოფილა. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უთარგმნიდნენ ლექტორები უცხო ტერმინებს; – ,, მართალია, ჯერ იმ დონეზე არ ვიცი ენა, როგორც მინდა, მაგრამ უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. ახლა ბევრად უკეთ ვსაუბრობ ინგლიურად, ვიდრე აქამდე. ლექციების განმავლობაში სულ ინგლიურად გვესაუბრებოდნენ და ეს ძალიან დამეხმარა’’, – ამბობს ის.
სტუდენტების გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ, ამ საკითხთან მიმართებით, ინგლისური ენის შემსწავლელი ჯგუფების დონეების მიხედვით დაყოფა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, ისეც ხდება, რომ ყველა სტუდენტი იძულებულია, ერთ დონეზე შეიწავლოს ენა. მათ რიცხვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდნტი სალომე გოგინავაც მიეკუთვნება:
,,1 წელი ვსწავლობდი ინგლიურ ენას. ძირითადად, მანამდე ნასწავლი გრამატიკა, სიტყვები… მეხმარებოდა. ვისურვებდი, რომ 2 წელი მაინც ისწავლებოდეს ინგლისური და კარგი იქნებოდა, პროფესიული ინგლისურის შესწავლის შესაძლებლობაც თუ გვექნებოდა. ჩვენს დროს არც ქულები უკითხავთ, არც დონის განსასაზღვრი ტესტი დაგვიწერია.ჯგუფში ზოგმა კარგად იცოდა ინგლსური, ზოგმა საერთოდ არა. ამიტომ, ბევრი იჩაგრებოდა და სწავლაც ნაყოფიერი არ იყო’’, – იხსნებეს სალომე. მისივე თქმით, ამჟამად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დონეების განაწილება ტესტირების მეშვეობით ხდება, თუმცა პროფესიული ინგლიური, დაპირების მიუხედავად, ჯერაც არ ისწავლება.
განსხვავებული მიდგომა აქვთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნათია ხაჩიძე ამ სასწავლებელში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ მისი ჯგუფი დონეების მიხედვით იყო დაყოფილი და ინგლისურს 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. სწავლების ხარისხით საკმაოდ კმაყოფილია ,,ინგლისურს სკოლაში არ ვსწავლობდი, უნივერსიტეტში გავლილი კურსების შემდეგ კი, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგი მაქვს’’, -აღნიშნავს იგი.
გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ თითქმის ყევლა კერძო უმაღლეს სასწავლებელში პროფესიული ტერმინების ინგლისური ენაზე შესწავლას დიდი მნიშნელობა ენიჭება. ასევეა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც:
,,პირველი კურსის პირველ სემესტრში B1 დონე გავიარე, შემდეგ – B2. ახლა მესამე დონეზე ვარ. სულ ბოლოს კი ბიზნეს ინგლიურს გავივლი, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ მაღალ დონეზე გვასწავლიან ენას, ლექციებზე ყოველთვის ვსაუბრობთ ინგლისურად და ვაკეთებთ ე.წ listening-ებს (მოსასმენ სავარჯიშოებს), ეს მეტყველების გაუმჯობესებაშიც მეხმარება’’,- აღნიშნავს სეუს ფინანსებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო დევდარიანი.
როგორც აღმოჩნდა, უმაღლეს სასწავლებლებს ამ საკითხთან მიმართებით თითმის მსგავსი მიდგომა აქვთ. გამონაკლისს წარმოადგენს ის უნივერსიტეტები, სადაც ახალგაზრდებს პროფესიული ენის შესწავლის შესძლებლობა არ ეძლევათ. ჯერ კიდევ პრობლემატურია ჯგუფების განაწილების საკითხი. დღეს ყველა სტუდენტი თანხმდება იმაზე, რომ ინგლიურის ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სასწავლებლები უნდა ცდილობდნენ, ხელი შეუწყონ მათ ცოდნის გაღრმავებაში, რეზიუმეს (CV-ს) შედგენის დროს ტყუილის თქმამ რომ არ მოუწიოთ.