სტუდენტების უმრავლესობისთვის, ალბათ, საგამოცდოდ მეცადინეობის დაწყება სულ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს: პანიკა!
ეს გრძნობა გეუფლება მაშინ, როცა ხარ დაღლილ-დაქანცული და გამოცდამდე სულ რაღაც 18 საათი გაშორებს, შენ კი გაუგებრობებით სავსე ფურცელს მიჩერებიხარ და ფიქრობ: „რატომ??? რატომ არ დავიწყე სწავლა უფრო ადრე???”
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ თქვენ წინააღმდეგ არაერთი ძალა მოქმედებს, რომელიც ხელს თავის დროზე სწავლაში ხელს გიშლით. ჩვენ აგიხსნით თუ რა არის ის 5 მიზეზი, რომლის გამოც სწავლას ბოლო მომენტამდე არ იწებთ.
- მძიმე სამუშაოს მოლოდინი გაქვთ
გაჭიანურება ეს ხასიათის ის დეფექტია, რომელიც თითქმის ყველა სტუდენტს აწუხებს. ადამიანები შემეცნებითი სიძუნწით გამოირჩევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვზოგავთ გონებრივ რესურსებს მანამ სანამ ჩაჭრის რეალური საფრთხე არ გაჩნდება და ტვინი, ამ შემთხვევაში მეცადინეობას, „გადარჩენისთვის აუცილებლად“ არ აღიქვამს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სწავლას უკანასკნელ მომენტამდე ვწევთ ორი მიზეზით
- ვიცით, რომ სამუშაო რთულია და დიდ გონებრივ ენერგიას საჭიროებს
- გამოცდაზე ჩაჭრის რეალური საფრთხე არსებობს.
გარდა ამისა, როდესაც გონება მრავალგვარ შედეგს განიხილავს, როგორც „მტანჯველს“ (სწავლის პროცესით გამოწვეული ტანჯვა VS. სასწავლებლიდან გარიცხვით გამოწვეული ტანჯვა), ვკარგავთ მობილიზებას, გვიჭირს ორ ჯოჯოხეთს შორის არჩევანის გაკეთება და სამუშაოს კიდევ უფრო გადადება გვირჩევნია.
- ძილი გაკლიათ
რომელი სტუდენტი არ არის გაჟღენთილი კოფეინით? სტუდენტები, რომლებიც აიძულებენ თავს დღე-ღამეში მხოლოდ 4-6 საათით იძინონ, მნიშვნელოვნად აუარესებენ თავიანთი გონების ორ ასპექტს, რომლებიც აუცილებელია გამოცდების დროს მუშაობისთვის: მოტივაცია და სიფხიზლე. კვლევებმა დაადგინა, რომ უძილობა უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზე, მაგრამ, განა კვლევების გარეშეც არ იცით, რა საშინელია ცხოვრება, როცა უძინარი ხარ?
- უსაფრთხოების ყალბი განცდა
გგონია, რომ გულმოდგინე და ლექციის პროცესში კარგად ჩართული სტუდენტი ხარ. ზიხარ ლექციაზე, ყურადღებით უსმენ და განუწყვეტლივ იწერ პროფესორის ნათქვამს. შეიძლება ხშირად ერთვები კიდევ სალექციო თემაზე საუბარში, მაგრამ დიდი განსხვავებაა იმათ შორის, რაც გგონია, რომ გაიგე და რისი გადამუშავებაც რეალურად თქვენს გონებას საგამოცდოდ შეუძლია. ამას პასიურ ათვისებას უწოდებენ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია: ხარჯავ დროს და ძალისხმევას, მაგრამ ბევრს ვერაფერს იმახსოვრებ.
- გგონიათ, რომ უფრო მეტი დრო გაქვთ
როცა სამეცადინოდ კონკრეტული დროის შუალედს გამოყოფ ხშირად იმაზე ნაკლებია, რაც სინამდვილეში შეიძლება დაგჭირდეს. შესაბამისად შეცდომაა, გადაჭარბებით შეფასება იმ პროდუქტიული დროისა, რომელიც მოცემული თავისუფალი დროიდან შეგვიძლია ნამდვილად გამოვიყენოთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამ დროის მანძილზე ისეთ ფაქტორებს უგულებელვყოფთ, როგორიცაა კვება, გარეფაქტორები, ძილი და, რაღა თქმა უნდა, სოციალური ქსელები.
კიდევ ერთი რამ, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის, რომ სხეულს 90-120 წუთიანი აქტიურობის ციკლი აქვს და თუნდაც, 3 საათი გადაბმულად ქექავდეთ სახელმძღვანელოს, გონებას ათვისების უნარი მხოლოდ 1.5-2 საათის განმავლობაში აქვს დასვენებამდე.
- უმოტივაციობა და მობილიზების დაკარგვა
რამდენი ჩვენგანი ზის და იცდის… ელოდება მოტივაციის ტალღას, რათა დაიწყოს მეცადინეობა. ან, რაზე ფიქრი აღარ შეიძლება წინასაგამოცდო პერიოდში? რომელი ფილმი დაგრჩათ საყურებელი?
აი, რაშია პრობლემა: მოტივაცია მოდის და მიდის, მაგრამ სასწავლებლის, სამუშაოსა და ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნები – არა. და თუ მოტივაციას ელოდებით შესასწავლ მასალაზე მობილიზებისათვის, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, სამარადისო სიზარმაცედ და „ბოლოწუთობად“ იქცევა, რადგან საკმარისი არასოდეს მოვიდეს.
წყარო: www.lifehack.org
დაფიქრდით და გაგვიზიარეთ, თქვენ რა გიშლით ხელს მეცადინეობის დროულად დაწყებაში და როგორ ცდილობთ მათთან გამკლავებას?