ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
ჩანახატი ეფუძნება რეალურ ამბავს და ჩასწორებულია ავტორის სურვილისამებრ
დოლარის კურსის აწევამ, ჩემს ჯიბეზე მკვეთრი რეაგირება მოახდინა. სტუდენტური ცხოვრება მართლაც რთულია და სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, ისეთი კარგი, როგორიც შორიდან ჩანს. რაღას გავხდებოდი, სასწრაფოდ დავცალე ძველი ბინა და ბოლო თვის ფული, ბოლო თეთრამდე ჩავუჯიბე მეპატრონეს. ჰაერში გამოკიდებულმა ახალი თავშესაფრის ძებნაზე დავიწყე ფიქრი. ვინც ეძებს, ის პოულობსო, ნათქვამია და ბოლოს ამ ფრაზის ჭეშმარიტების, საოცრად პესიმისტმა „მემ“ ვირწმუნე. სახლი ვიპოვე, მხოლოდ ერთი პრობლემაღა რჩებოდა, ჩემი ნივთები უნდა გადამეტანა ახალ ადგილას. კარგი ქართველის, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ტაქსი გავაჩერე და ხელში შემრჩა ძალიან საყვარელი ბიძიკო გია, რომელიც სწორედ ამგვარად გამეცნო. ბარგის ჩალაგებაშიც მომეხმარა და ფილარმონიამდეც სულ ღიღინ-ღიღინით მიმიყვანა, თანაც ხუთ ლარად.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
რამდენი წლის იყო, არ მიკითხავს, თუმცა ვხვდებოდი რომ მისი ასაკი ორმოცი-ორმოცდაათი წლის შუალედში უნდა ყოფლიყო. დიალოგი მანვე წამოიწყო და მითხრა, რომ ჩვიდმეტი წელია, რაც თბილისში გადმოვდა საცხოვრებლად და თითქმის ჩვიდმეტივე წელია, არ უძინია, რადგან ოთხ შვილს ინახავს, მეუღლესთან ერთად.
„ ბიძიკო, ზუსტად ოცდახუთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი მქონდა, როცა აქ ჩამოვედი. არც გზა ვიცოდი, არც ქუჩების სახელები, მაგრამ გადავწყვიტე მესწავლა, მემუშავა და ჩემი ბავშვებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა. არავის, საერთოდ არავის გამოუწვდია ჩემთვის დახმარების ხელი, არც მჭირებოდა! ადამიანმა საკუთარი ცხოვრება თავად უნდა შექმნა და ამისთვის გარეშე პირები, არ უნდა გაოიყენო. აი, მამაჩემიც კი, რომელიც სამოცდათხუმეტი წლისაა, ვერ იტანს, როდესაც მე მასთან სახლში მივდივარ და ფულს ვუწვდი. ასე გამზარდა და ასე ვზრდი მეც ჩემს სამ გოგონას და ერთ ბიჭს. სამი წელია, რაც ჩემმა მეუღლემ სკოლაში მუშაობა დაიწყო. პედაგოგია. მისი სამასი ლარიც ძალიან გვადგება. ახლა თბილისში ვარ, ერთ-ორ დღეში სოფელში ჩავალ, მიწასაც ხომ უნდა მივხედო?! ასე ვშრომობდი და გადმოსვლიდან რვა წელში უკვე საკუთარი ბინა ვიყიდე, ბევრი ოფლი ვღვარე, მაგრამ მიზანს მივაღწიე. ახლა ეს ბინა გავყიდე და ახალი ვიყიდე, სამოთახიანი. ეს მანქანა კი მეხუთეა. კიდევ ვაპირებ შეცვლას. ადამიანი არ უნდა გაჩერდეს, უნდა იბრძოლოს. ცხოვრება ბრძოლა ყოფილა თურმე და გადარჩება ის, ვინც ბევრს იშრომებს“.
დარიგებებით გართულმა დანიშნულების ადგილას მიმიყვანა. ხუთი ლარი გავუწოდე, თუმცა არ აიღო, -“სტუდენტი ხარ, ბევრი გჭირდებაო“ – მითხრა, თავის „ლურჯასთან“ მივიდა და ნიკოლაძის ხვეულ ქუჩებში, უმალ, გაუჩინარდა.