საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იწყებს პროექტს ,,გაეროს დებატების კვირეულს” 16-25 წლამდე ახალგაზრდებისათვის.
ორგანიზატორების თქმით, გაეროს დებატების კვრიეული თავისი აზრითა და იდეით უნიკალურია, რადგან მსგავსი ფორმატის პროექტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. სწორედ მისი ფორმატი ხდის პროექტს საინტერესოს და დაძაბულს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
“გაეროს დებატების კვირეული” მონაწილეებს აძლევს საშუალებას 6 დღის განმავლობაში მიიღონ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ:
- მოირგონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსების როლი.
- იდეოლოგიური ბრძოლა, ქვეყნის შიგნით არსებული ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიხედვით.
- დებატების ძირითადი ფრომატის დაცვით სახელმწიფოთა ჭიდილი გლობალური საკითხების გადასაჭრელად.
- გუნდური მუშაობა და თქვენი ძირითადი პრინციპების დაცვა.
- გაიარონ ტრენინგები “პოლიტიკურ იდელოგიებში”, “დებატების კულტურასა” და “ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკა”.
- შეხვდნენ და გაიცნონ პროექტში არსებული პოლიტიკური იდეოლოგიების წამყვან სპეციალისტებსა და ამ იდეოლოგიების მიმდევარ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე დაესწრონ მათ მასტერკლასებს.
- მიიღონ დიდი გამოცდილება, შეიძინოთ ახალი მეგობრები, გამოცადონ თავი როგორც კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევრამა და ლიდერმა.
- მიიღონ ახალი გამოწვევები პროექტისაგან, შეიტანონ ცვლილება სერტიფიკატების კოლექციაში და წაიღონ მეტი პოზიტიური განწყობა.
- წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე, სადაც მოუწევთ შემაჯამებელი იდეოლოგიური დებატი ჩემპიონატის მოსაგებად.
პროექტის ფორმატი:
მონაწილეები გადანაწილდებიან 6 კაბინეტში
- ამერიკის კაბინეტი
- რუსეთის კაბინეტი
- ჩინეთის კაბინეტი
- საფრანგეთის კაბინეტი
- დიდი ბრიტანეთის კაბინეტი
- გერმანიის კაბინეტი
თითოეულ კაბინეტში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის შესაბამისი პოლიტიკური პლატფორმები და იდეოლოგიები.
გარდა იდეოლოგიური დებატებისა პროექტის ფორმატი ითვალისწინებს წმინდა დებატებს მსოფლიოში არსებულ გლობალურ თემებზე.
✔️პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტვირებულ ახალგაზრდებს რომლებიც მზად არიან შეხვდნენ ახალ გარემოს ახალი იდეებითა და ენერგიით.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილბთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაშინ შეავსეთ აპლიაკაია მითითებულ ბმულებზე.
▶️ აპლიკაცია მოდებატის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი)
▶️ აპლიკაცია ორგანიზატორის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 7 მაისი)
▶️ სააპლიკაციო ფორმა ტრენერის პოზიციაზე
(აპლიკაციის შევსები ბოლო ვადაა 15 მაისი)
▶️პროექტში მონაწილეობის საფასურია 40 ლარი:
მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, Coffee Break, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს:
❗️შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.
❗️მონაწილეები აირჩევიან ორ ეტაპად, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
❗️საბოლოოდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდში გადანაწილებული 72 მოდებატე.