ღმერთო, ერთი სერთიფიკატი მესროლე

ბლოგი

ისე, თუ გაინტერესებს ღმერთო, რამე ტრენინგის სიგელიც წავა. ოღონდ, ერთი ეგაა, რედაქტირებადი უნდა იყოს და იქნებ ბეჭედიც დამირტყა ღმერთო. ვიცი, ჩემი თხოვნა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა ღმერთო, ასეთია წესი. არ გეხუმრები ღმერთო, არც ჯანმრთელობა, არც ბედნიერება და არც დიდხანს სიცოცხლე არ მინდა… მხოლოდ ერთი სერთიფიკატი, ერთი პაწაწუნა სერთიფიკატი შენ მიერ დასმული ბეჭდით და ლექტორებს მე დაველაპარაკები, რომ ერთი ქულა მომიმატონ. ხომ გესმის ღმერთო, სტიპენდიისთვის მჭირდება, თორემ ისე არავის არაფერს ვთხოვდი. რა ვქნა, ეგეთი სისტემაა… პრინციპში, შეიძლება მოგიყვა კიდეც ივანემ უკვე ყველაფერი და მაშინ კიდევ უფრო უკეთესად გამიგებ. ერთი სიტყვით, შენი იმედი მაქვს ღმერთო!

დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ იმ უნივერსიტეტის დედა მოვტყან, თქვენ რომ სტიპენდია გექნებათ და მე არა. საერთოდ, შური და ბოღმა ჩემგან დიფერენცირებული განცდებია, მაგრამ აი დღეს თსუ-ს სტიპენდიანტთა სიას გადავხედე და მართლა დავიბოღმე. დავიბოღმე ყველა იმ სტუდენტზე, ვინც ლექტორთან მივიდა და ერთი ქულის გამო გაუტრაკა, დავიბოღმე იმ სტუდენტზე, ვინც ერთი თემა უკვე მესამე კონფერენციაზე გადააკატავა, დავიბოღმე იმ სტუდენტზე, ვინც სამსახურში ნაცნობმა მიიყვანა, დავიბოღმე იმ სტუდენტზე, რომელმაც 1 საათი გაატარა სადღაც ტრაკში თუ ოხრობაში ტრენინგზე და ამაში სერთიფიკატი მისცეს. უფრო სწორად, დავიბოღმე კიდევ ისეთი ნათქვამია, უფრო სისხლის ტვინისკენ დიდი სიჩქარით გადაქაჩვა ჰქვია ამას. გავბრაზდი ყველა იმ ლექტორზე, რომელმაც სტუდენტს ანგარიში გაუწია და იმას ვინც დადის და იმასაც, ვინც არ დადის, ერთნაირი ქულები დაუწერა. ვაგინე, ყველა ის ლექტორი, რომელმაც ჩათვალა, რომ სტუდენტთა ნამუშევრები შედარებითია. ვაგინე ყველა ლექტორი, რომელმაც სტუდენტთან კარგი ურთერთობის გამო, მძღნერი ჭამა და დაუმსახურებული შეფასებები ჩამოამწკირვა და ბოლოს, ვაგინე სისტემა და ყველა ის ადამიანი, ვინც თესეუში სტიპენდიების გაცემის მსგავსი წესი მოიგონა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ერთი სიტყვით, რა ხდება: ოდესღაც, ვიღაც გამო…… დაადგინა წესი, რომ სტუდენტის მიღებული ქულების საშუალო, უნდა გამრავლდეს 0.8-ზე (კოეფიციენტზე) და მას დაემატოს სტუდენტის მიერ სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში აღებული სერთიფიკატები და სიგელები. აქ იგულისხმება ძირითადად კონფერენციებსა და ტრენინგებში მოანწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სადღაც დაბეჭდილი სტატია, ან სადღაც გაშვებული სიუჟეტი და ა.შ. ერთი შეხედვით სამართლიანი სისტემაა, მაგრამ ამის დედაც, აქ არაფერია სამართლიანი. ჩვენს ქვეყანაში ისედაც არაფერია სამართლიანი და ეს წესი ვისი წითელი კოჭი იყო?
რეალურად, ეს დედა…….. წესი სტუდენტებს აყენებს არათანაბარ პირობებში, წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელიც ლექციებზე დადის, შუალედურებს კარგად წერს, სემინარებზეც აქტიურობს – ერთი სიტყვით სწავლობს რა, მაგრამ რა ვუყოთ, არ ჰყავს ნაცნობი, ვერსად ბეჭდავს ვერაფერს, ვერსად ამზადებს იმ დედა…….. სიუჟეტებს და ვერც ტრენინგებზე დადის (ეს ტრენინგები რეალურად, მაგარი სიაფანდობაა). ეხლა წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელიც სადღაც სამსახურში მიიყვანა ნაცნობმა, ვიღაც ფულიანმა ბიძამ… ტიპი მარტო შუალედურებზე მოდის, ისიც მეორე კვირას და ისე წერს. ტიპი სადღაც 1 საათიან ტრენინგსა თუ შეხვედრაზე ეძრობა (მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, 2 საათი უნდა მესმინა ვიღაც ჰალსტუხიანისთვის და სერთიფიკატს მაძლევდნენ, ოღონდ ღმერთი ნაღდად არ იყო), ლექტორს ეხვეწება შეღავათი გაუწიოს, თითო ქულაზე ტვინს ისე ტყნავს, ლექტორსაც ბეზრდება და შეღავათს ეწევა.

ლექტორებს მინდა ვკითხო, ეს დედა……, ქულები იმის მიხედვით იწერება, ვინ რას აკეთებს საგანზე თუ ჰუმანიტარული დახმარება? მერე კიდევ გიკვირთ, ყველა იმაზე რომ ლაპარაკობს, ჟურნალისტიკაზე ქულებს არიგებენო! არადა, ნაღდად ეგრეა. გასაგებია, რომ არ გინდათ ვინმე გაანაწყენოთ და თვლით, ერთს თუ მოუმატებთ, სხვას ხომ არ აკლდებაო, მაგრამ სამართლიანობა? ერთხელ მაინც არ გიფიქრიათ, რომ ყველაფერი შედარებითი კი არაა, ყველაფერი ისეა, როგორც ეს თქვენ წინ ხდება.

ზემოთ ნახსენები წესის დამკვიდრებაში დიდი წვლილის შემტანებს მინდა ვკითხო, როცა ეგ წესი მოიფიქრეთ, შიგ გქონდათ თუ თქვენი გონება ელემენტარულ ცხოვრებისეულ ანალიტიკას ვერ მისწვდა? უბრალოდ, ეგ თქვენი კრიტერიუმები თუ რაღაც ოხრობები, მარაზმი და ყლეობა ერთნაირადაა. თუ ასეთი ჭკვიანები ხართ კიდევ, რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე საგნები სირთულით განსხვავდება და თქვენ კიდევ ყველაფერი ამ დედააფეთქებულ სოც-პოლში გააერთიანეთ. იოლია არა კარგად დაფიქრების გარეშე საქმის კეთება? რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცას შეიძლება უბრალოდ არ უნდოდეს კონფერენციებში მონაწილეობის მიღება (კომპლექსი აქვს და იმიტომ), მაგრამ სწავლობს და ვიღაც სირი მხოლოდ იმიტომ სჯობნის, რომ ერთი თემა უკვე მესამე კონფერენციაზე მიიტანა შეცვლილი სათაურით. თქვენ, ჭკვიანებო, რატომ არ ამოწმებთ იმ ტრენინგებისა და ტრენერების ვალიდურობას, ვის სიგელებსაც ასე ამაყადა გიფრიალებენ სტუდენტები? თქვენ, ჭკვიანებო, რატომ არ აკვირდებით სტუდენტებს, თუ რა თემა მოამზადა, ან როგორ? (ჩვენთან ზოგადად ეგრეა, ლიჟბი რამე წაიკითხო კონფერენციაზე, და სიგელი ზედ გაქვს)… ერთი სიტყვით, თემიდა სადღაც ტრაკშია და ვგულაობთ.

მე ვიცნობ ძალიან ბევრ ისეთ სტუდენტს, რომლებიც აზროვნებენ, რომლებსაც წერა შეუძლიათ, რომლებიც ჩანან ლექციებზე და რაც მთავარია, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე განვითარდნენ. სტუდენტები, რომლებიც ქულებისთვის კი არა, ცოდნისთვის სწავლობენ… მაგრამ, ნაცნობები არ ჰყავთ რუსთავი2-ში. ხოდა, თვალები გაახილეთ – აი, ძაან მაგარი რამეა ეს, მერე ყველაფერს ხედავ!

P.S საერთოდ, სისტემის ნაკლი იქ არის, სადაც პირველი უსამართლობა იბადება. ხოდა, მერე კიდევ ნუ გიკვირთ, კარგად რომ ასწავლეთ და მაინც სირისტიანების ხელში რომაა თქვენი სათაყვანებელი ქართული მედია.

P.P.S შენ კიდევ, ღმერთო, რა გაგიხდა, ერთი სერთიფიკატი…

პატივისცემით.

ტექსტის დედანი: https://quchismwerali.wordpress.com 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები