სტრესი საგამოცდო პერიოდში სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და, ალბათ, ყველა სტუდენტს გამოუცდია. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ სტერსის მენეჯმენტი შესაძლებელია და მას არ უნდა მისცეთ საშუალება ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ უარყოფითი გრძნობების გვერდზე გადადებაში, რათა კონცენტრირდეთ სწავლასა და მიზნებზე:
- მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას
მუსიკის მოსმენას პოზიტიური და პროდუქტიული გარემოს შექმნა შეუძლია. ამიტოამც აიმაღლეთ თქვენი განწყობა და გაიხალისეთ სწავლის ხანგრძლივი პროცესი. კვლევების მიხედვით, გონების გასახსნელად კლასიკური მუსიკა ყველაზე მეტადაა რეკომენდირებული. - ცოტახნით გაისეირნეთ
ბევრი სტუდენტი თვლის, რომ გამოცდების წინ მხოლოდ წიგნებში უნდა იყოს ჩაფლული. თუმცა, კვლევებმა დაადასტურა, რომ გავარჯიშება ან მოკლეხნიანი გასეირნება თქვენს გონებას გაააქტიურებს და სწავლის ეფექტურობასაც გაზრდის. - დაგეგმეთ თქვენი სასწავლო რეჟიმი
ეს არ არის სიახლე, თუმცა იმ სტუდენტთა რიცხვი, ვინც სასწავლო გეგმის შექმნის უპირატესობებით კმაყოფილია, ნამდვილად დიდია. ეს გაძლევთ საშუალებას, უფრო პროდუქტიული და მოტივირებული იყოთ, რადგან ყოველდღიურად კონკრეტული გეგმა გექნებათ შესასრულებელი. - გაერთეთ ბუშტებიანი შესაფუთი ცელოფნით ან ეთამაშეთ ლეკვებს
სად იპოვოთ ლეკვები? საზღვარგარეთ ბევრ უნივერსიტეტს აქვს „ლეკვების ოთახი“, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სტრესისა და მღელვარების დასაძლევად მათ ეთამაშონ. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, არ არის აუცილებელი ეს უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდეს. სტერსის დაძლევაში თქვენი ან თქვენი მეგობრების შინაური ცხოველებიც თავისუფლად დაგეხმარებიან. ნივთების შესაფუთი ბუშტებიანი ცელოფნების გახეთქვა კი, ალბათ აქამდეც გიცდიათ და იცით, რომ ეს პროცესი ნერვების კარგი დამამშვიდებელია. - ეცადეთ, საკმარისად იძინოთ
ძილის სწორი რეჟიმი აუცილებელია და არ შეიძლება, სათანადოდ არ შეფასდეს, რადგან სწორედ ძილი ეხმარება თქვენს გონებას, გრძელვადიანი პერიოდისთვის მასალის კარგად დამახსოვრებაში. ალბათ, თავადაც გამოგიცდიათ, რომ კარგად გამოძინების შემდეგ კონცენტრირების უნარი უკეთესია. - გამოიყენეთ მობილური აპლიკაციები
უამრავი მობილური აპლიკაცია არსებობს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ, უფრო ორგანიზებული იყოთ, გაიუმჯობესოთ არითმეტიკული უნარები ან ინგლისური ენის ცოდნა, ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ საჭირო მობილური აპლიკაცია. - დაუთმეთ დრო საკუთარ თავს
მედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა შესასვენებლად. მედიტაცია გონებრივი და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებით საგამოცდო სტრესს შეგიმსუბუქებთ, ან სულაც მოგიხსნით. - მიირთვით შავი შოკოლადი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს 100%-ით მართალია. შავი შოკოლადის ჭამა, რომელსაც 70%-ზე მეტი კაკაოს შემცველობა აქვს, ებრძვის სტრესის ჰორმონ კორტიზოლს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, შოკოლადის ჭამის დროს გამოიყოფა ენდორფინი, რომელიც მოქმედებს როგორც სტრესის წინააღმდეგ ბუნებრივი მებრძოლი. - გამოხატეთ ემოციები
ზოგჯერ უბრალოდ ვინმესთან საუბარი გჭირდებათ, ზოგჯერ კი, სახლის სახურავზე ასვლა და ბოლო ხმაზე ყვირილი. ყური უგდეთ თქვენს გრძნობებს და მიეცით თავს მათი გამოხატვის საშუალება. - გათავისუფლდით ხელის შემშლელებისგან
ალბათ, ვერც კი იაზრებთ, რამდენჯერ ამოწმებთ Facebook-ს, Instagram-ს, ან ნებისმიერ საიტს, რომელზეც აქტიურად შედიხართ. მთლიანობაში ეს დროის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის კარგვა გამოდის. შეიძლება რთულია ჩამოცილდეთ თქვენთვის აუცილებელ სოციალურ სივრცეს საგამოცდო სამეცადინოებს მიღმა, მაგრამ საბოლოო მიზნების დასახვა და დროითი ჩარჩოების განსაზღვრა გაამარტივებს სწავლის პროცესს. ამ საკითხის გადასაჭრელად შეგიძლიათ თვითკონტროლის ვებბლოკერი გადმოწეროთ, რომელიც თქვენ მიერ წინასწარ მითითებულ საიტებზე წვდომას მითითებული დროის მანძილზე შეგიზღუდავთ.
P.S. სტუდენტური ამბები გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
წყარო: www.examtime.com