ავტორი: ხატია გოგრიჭიანი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ლბტ ქალების სოციალიზაცია – მზაობა საზოგადოებაში, – ,,ფრონტლაინ’’ კლუბში გამართული დისკუსიის თემა იყო. დისკუსია სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, ინტერნეტ-ბეჭდური გამოცემა ,,ახალი გაზეთის’’ ორგანიზებითა და ,,ქალთა ფონდის’’ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა; დისკუსიის მიზანს, სტუდენტებში ლბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლება წარმოადგენდა.
მომხსენებლებმა: – ეკა აღდგომელაშვილი – გენდერის საკითხთა ექსპერტი, თამარ ხორბალაძე – მედიის განვითარების ფონდის წამომადგენელიდ, ანა რეხვიაშვილი – ორგანიზაცია ,,იდენტობას’’ წარმომადგენელი, – ლბტ ქალების სოციალიზაციასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები განიხილეს და საზოგადოებაში დამკვიდრებული ნეგატიური სტერეტიპების შესახებ იმსჯელეს.
ლბტ ქალების საკითხი სახელმწიფოსთვის მეორეხარისხოვან საკითხად განიხილებოდა 2000 წელს, როდესაც მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, თუმცა კანონში არ იგულისხმებოდნენ ქალები. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ლბტ ქალების ხვედრი.
ხოლო დღეს უკვე პრობლემები, რომლებიც სამართლებრივ დონეზე მოგვარებულად ითვლება, რეალურად საზოგადოებაში მაინც არსებობს, ძალადობა ლბტ ქალების მიმართ იყო და დღესაც ფიქსირდება, თუმცა ხშირად ლბტ ქალები ამჯობინებენ რომ არ გაამხილონ ძალადობის ფაქტები. ,,მიუხედავად იმისა, რომ კანონით ლგბტ პირების უფლებები მოგვარებულია, საპირისიროს ამტკიცებს ორი წლის წინ მომხდარი ფაქტი, ლგბტ წარმომადგენლები საზოგადოების მხრიდან უნდობლობით სარგებლობენ და მათ შეკრების და მანიფესტაციის უფლებას ვერ იყენებენ’’, – ამბობს გენდერის საკითხების ექსპერტი ეკა აღდგომელაშვილი.
დისკუსიაზე ითქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალები უჩინარები არიან, კიდევ უფრო უჩინარები არიან ლესბოსელი და ბისექსუალები ქალები, მათ შორის, მამაკაც ჰომოსექსუალებზე მეტად უჩინარები; ტრანსგენდერი ქალები კი, მხოლოდ იმიტომ არიან მეტ-ნაკლებად ხილვადები, რომ მათ, შესაძლოა, საზოგადოება ფიზიკური ნიშნით ცნობს. სწორედ იმიტომ, რომ ტრანსგენდერის ამოცნობა უფრო მარტივია, ისინი განსაკუთრებულად, ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მნიშვნელოვანია, სოციალური განწყობები და ჰომოფობიური გარემო, რის გამოც ლბტ ქალები ხშირად აწყდებიან სოციალიზაციის პრობლემებს, მათზე ძალადობის ფაქტებიც კვლევების მიხედვით არ არის იშვიათი. სტერეოტიპების დამკვიდრებას ხელს უწყობს მედია, რომელიც ხშირად ლბტ ქალებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს და საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უქმნის. არის არაერთი ფაქტი, როდესაც მედია განზრახ შეცდომით აშუქებს ლგბტ საკითხებს. მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლის თამარ ხორბალაძის თქმით, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, სხვადასხვა ტელეარხის ეთერში ლბტ ქალებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ.