ავტორი: მარიამ შენგელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ორი ათასზე მეტი ადამიანი მოკლულია ოჯახის წევრის ან უახლოესი პარტნიორის მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში ძალადობის 1102 ფაქტი დაფიქსირდა. მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. 2015 წლის იანვარში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 239 ქალი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტების მიზეზები ხშირად არის ქონებრივი დავა, ეჭვიანობა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება. ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა და ჯერ კიდევ ტაბუირებულია.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
როგორ ხდება ადამიანი მოძალადე და არის თუ არა ოჯახში ძალადობა საზოგადოების პრობლემა, ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგი, ტრენერი, საერთაშორისო კოუჩი თინათინ აფხაიძე გვესაუბრა:
“ძალიან ბევრი თვისება ადამიანს ბავშვობაში მშობლებთან, ახლო ნათესავებთან, თანატოლებთან და სხვა მნიშვნელოვან უფროსებთან(მასწავლებლებთან, ნათესავებთან) ურთიერთობის პროცესში უყალიბდება. ხშირია შემთხვევები, როცა მოძალადეებს ბავშვობაში არასასურველი ოჯახური გარემო ჰქონდათ, იყვნენ ძალადობის, დაცინვის და დამცირების მსხვერპლნი. ძალადობა მრავალნაირი არსებობს, ის შეიძლება იყოს: ეკონომიური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. ხშირად ძალადობა რამდენიმე ამ ფორმის ნაზავს წარმოადგენს და ცალკე სახით იშვიათად გვხვდება.
– როგორ ხდება ადამიანი მოძალადე?
– მოძალადეებად ყალიბდებიან ის ადამიანები, რომელთა პიროვნულ მიდრეკილებებს, აგრესიის გარეთ მიმართვის თვისებას,ზემოთ აღნიშნული უარყოფითი ფაქტორები ემატება და ის მოძალადე ხდება.
მაგრამ არ არის აუცილებელი მოძალადე გაიზარდოს ძალადობაში, ის შეიძლება მშობლების ან დომინანტი აგრესიული მშობლის არასწორმა მსოფლმხედველობამ აქციოს ასეთად. ის მშობელი, რომელის საკუთარ შვილს ამჩნევს ძალადობრივ მიდრეკილებებს და არ თრგუნავს მის უარყოფით მხარეებს და პირიქით ამძაფრებს და ანვითარებს, დიდი ალბათობით ცინიკოსს მოძალადეს გაზრდის, რომელიც შეიძლება სულაც არ აყენებდეს სხვებს ფიზიკურ შეურაცყოფას, არ ძალადობდეს მათზე, მაგრამ იყოს ოჯახის ტირანი, რომელიც ყველას და ყველაფრის თავისებურად მოწყობას, ყველას ცხოვრებაში ჩარევას და ინტრიგნულ ხლართებს აბამს.
– როგორია მსხვერპლის ფსიქოლოგია ?
– რაც შეეხება ე.წ „ მსხვერპლს“ ეს პოზიციაც ისევე როგორც მოძალადის პოზიცია, რასაკვირველია არაა ჯანსაღი. მსხვერპლის როლში უფრო ხშირად შედიან ის ადამიანები ვინც ბავშვობაში მიჩვეულია ფსიქოლოგიურ და ასევე სხვა სახის ძალადობასაც, ასევე მიდრეკილება აქვთ გარეგანი კონფლიქტები განრიდებით, გაბუტვით, სიტუაციის მოგვარებისგან თავის არიდებით „გადაჭრან“, ასეთი ადამიანების მშობლებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ დაბალი თვითშეფასება, რასაც შვილებს გადასცემენ და ე.წ დასწავლული უსუსრობას უყალიბებენ შვილს ანუ თვისებას, როცა ადამიანი დარწმუნებულია რომ ის რაიმე მნიშვნელოვანის, შექმნას, მიღწევას ვერ შეძლებს, რომ ის ღირსია უარყონ,დასცინონ და თუ აქებენ ფიქრობს რომ ატყუებენ ან მომავალში შეიძლება რაიმეში გამოიყენონ ამ შექების ფასად.
– არის თუ არა ოჯახში ძალადობა საზოგადოების პრობლემა?
– ოჯახში ძალადობა რასაკვირველია პრობლემაა, რადგანაც ის მომავალში ქმნის ისეთი პიროვნებებს, რომლებიც ანტისოციალურ ქმედებებს სჩადიან, კრიმინალისკენ, ნაროტიკული ნივთიერებების მოხმარებისკენ იქნებიან მიდრეკილნი.
დამეთანხმებით, რომ ნორმალურ მოსიყვარულე ოჯახში , სადაც ბავშვს თუ მოზარდს, მეუღლეს იღებენ ისეთად როგორიც არის, ასწავლიან სხვების პატივისცემას და ბევრ სხვა ღირებულებას, მისგან ძალიან დაბალი პროცენტით შეიძლება გამოვიდეს „მსხვერპლი“ ან „მოძალადე“, ის უფრო დაცულია და მომზადებულია სხვადასხვა მანიპულაციისთვის რადგან მას უფრო ადექვატური თვითშეფასება ექნება და უფრო ადვილად მოახდენს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესთან ადაპტირებას.