ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის – “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის” ფარგლებში, 15-16 ივნისს ატარებს VII რეგიონთაშორის სტუდენტურ კონფერენციას ატარებს.
კონფერენციის მიზანი: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია მრავალპროფილიანია – სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
იმუშავებს შემდეგი სექციები:
1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკისმცოდნეობა);
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
3.საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
4.სამართალმცოდნეობა;
5.ეკონომიკა და სხვა.
მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2015 წლის 10 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისათვის. მისამართზე: [email protected]
შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში: მერმისი
საორგანიზაციო კომიტეტში შეირჩევა წარმოდგენილი მოხსენებები, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება საინფორმაციო წერილით.
კონფერენციის მასალები და პროგრამა დაიბეჭდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.