4 ინტერნეტრესურსი შთამბეჭდავი პრეზენტაციის შესაქმნელად

სასარგებლო რჩევები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ პრეზენტაციის დროს სლაიდებზე ვიზუალურად წარმოდგენილ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიის დასაინტერესებლად. ამიტომაც, თუ გსურთ თქვენი პრეზენტაცია უფრო მეტად შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი გამოვიდეს, გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილი პრეზენტაციის ასაწყობ პროგრამებს. აქვე გეტყვით, რომ ეს პროგრამები თავისუფლად გამოადგებათ, როგორც სტუდენტებს ისე მასწავლებლებსა და ლექტორებს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

1. Prezi

პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ Prezi-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, დარეგისტრიდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია ფეისბუქით და თქვენ უკვე გექნებათ პრეზენტაციის აწყობის საშუალება. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ პრეზენტაცია გადმოტვირთოთ თქვენს კომპიუტერში, ასევე საშუალება გაქვთ ის ონალინ გაუზიაროთ მეგობრებს.

თუ გაინტერესებთ, როგორ ააწყოთ პრეზენტაცია იხილეთ ვიდეოტუტორიალი.

2. Glogster Edu

პროგრამა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინტერაქტიული პოსტერები, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ინფორმაციას, როგორიცაა ვიდეო, ტექსტი, სურათი.

ეს პროგრამა განსკუთრებით მოსახერხებელი მასწავლებლებისათვის. პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირება. ამის შემდეგ კი რამდენიმე ადამიანს ონალინ შეგიძლიათ ერთად შექმნათ ერთი მულტიმედია პოსტერები და გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს, ჯგუფელებს, მეგობრებსა და კოლეგებს. დეტალები იხილეთ ვიდეოტუტურიალში.

https://www.youtube.com/watch?v=qW5SSn9nno0

3. Animoto

პროგრამა საშუალებას გაძლევთ ონლაინ გააკეთოთ ვიდეო პრეზენტაცია და მასში ჩასვათ სასურველი ფოტოები, ვიდეოები და ტექსტი. Animoto-ს ოფიციალურ გვერდზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ როგორც ელფოსტით, ისე ფეისბუქის საშუალებით. პროგრამა ფასიანია თუმცა ჩვენ გასწავლით ხრიკს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ 30-წამიანი ვიდეოს უფასოდ შექმნას. მას შემდეგ რაც შეარჩევთ ვიდეო სტილს, პროგრამა ავტომატურად მოგთხოვთ მის შეძენას, თუმცა თუ თქვენ ამ მოთხოვნის ქვემოთ დააჭერთ ღილაკს  “make a 30 second video for free” შეძლებთ პროგრამით უფასოდ სარგებლობას. Animoto საშუალებას გაძლევთ ვიდეოს დაადოთ სასურვლეი ტექსტი და მუსიკა.

4.  Kizoa 

ეს არის უფასო ონლაინ პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ სლაიდშოუ, ვიდეო ან უფასოდ დაარედაქტიროთ ფოტოები. ასევე პროგრამა საშუალებას გაძლევთ, რომ სანამ სურათებს პრეზენტაციაში ჩასვამთ, მათ სასურველი ფოტოეფექტები დაურთოთ. პროგრამა ასევე საშუალებას გაძლევთ პრეზენტაციას დაურთოთ თქვენთვის სასურველი მუსიკა.

https://youtu.be/RgTZ2iBuYzY

გისურვებთ წარმატებებს!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები