ოლიმპიადა ლოგიკაში სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის

კონკურსები

პირველად საქართველოში ოლიმპიადა “LOGICSER” ლოგიკაში იწყება.

თუ ხარ სტუდენტი ან აბიტურიენტი და ეძებ შესაძლებლობას გამოსცადო შენი ნიჭი, დაიმსახურო საუკეთესო პრიზები და გახდეთ LOGICSER-ის სტიპენდიატი, გამოიყენეთ შანსი, დარეგისტრირდით და აქციეთ თქვენი ცოდნა რეალურ შესაძლებლობად!

ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად:

  • პირველი ტური გაიმართება საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში, სადაც სტუდენტები იმუშავებენ საერთაშორისო GRE-ის სტანდარტზე დამუშავებულ ტესტზე;
  • მეორე – ეროვნული ტური ჩატარდება თბილისში; სტუდენტმა უნდა გადალახოს 60%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ მოხვდეს მეორე, ფინალურ ტურში;

პრიზები: სტიპენდიები, ტექნიკა და საზაფხულო სკოლები ბაზალეთზე!

I ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 2250 ლარს!

II ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 6 თვიან სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით!

III ადგილზე გასული მონაწილე, საქართველოს მასშტაბით, მიიღებს 3 თვიან სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით!

საუკეთესო ათეული საჩუქრად მიიღებს პლანშეტებს!

საუკეთესო ასეულს დაუფინანსდება მონაწილეობა საგაზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებს და საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს

ოლიმპიადაში მონაწილეობა ხდება რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 15 ლარს.

რეგისტრაციისათვის საქართველოს ბანკში ჩარიცხეთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:
GE93BG0000000516606101GEL

▲ გადახდის დროს დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მონაწილის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი/სკოლა, საკონტაქტო ნომერი. ოლიმპიადის დღეს უნდა წარადგინოთ გადახდის ქვითარი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 აპრილის ჩათვლით!

ოლიმპიადის პირველი ტური ქალაქ თბილისში ჩატარდება 19 აპრილს, ხოლო რეგიონებში ჩატარდება 26 აპრილს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
557571141 ✉ [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები