“ქართული პეიზაჟი” – აღმაფრენით დანახული ჩვენი ქვეყანა

კულტურა

GEDSC DIGITAL CAMERA

3 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში მხატვარ და ასოციაცია “ფიროსმანის” საზოგადოებრივი საბჭოს თავჯდომარის, ზურაბ გაბუნიას, ნამუშევრების გამოფენა – “ქართული პეიზაჟი” გაიმართა.

“ქართულ პეიზაჟში” თავმოყრილია მთელი საქართველოს სული. ესაა ინტიმურობის, სიფაქიზის განცდით შთაგონებული, ეტიუდებად დაწერილი კადრები.
თითოეულ სურათს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ერთ მთლიანობად იკვრება და მნახველთან სამუდამო სულიერ კავშირს ამყარებს.

ზურაბ გაბუნიას პერსონალურ გამოფენას მისი მეგობრები, სტუდენტები, მხატვრები, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

“ზურას წყალობით მოვხვდი წალკოტში. სულმა დაისვენა, გულმა გაიხარა. ის ერთ–ერთია იმ იშვიათ მხატვართა შორის, რომელსაც შეუძლია, აღმაფრენით დაინახოს ჩვენი ქვეყანა და გვაჩუქოს მისი გამოხატულება” – ასე შეაფასა გამოფენა საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ნანა კიკნაძემ.

შეგახსენებთ,რომ გამოფენაზე – “ქართული პეიზაჟი” წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ყველა მსურველს 15 აპრილის ჩათვლით. მერწმუნეთ, ნამდვილად ისიმოვნებთ!

GEDSC DIGITAL CAMERA

 

GEDSC DIGITAL CAMERA

 

GEDSC DIGITAL CAMERA

 

GEDSC DIGITAL CAMERA

GEDSC DIGITAL CAMERA

 

                                                                                           სოფიკო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები