არა სიძულვილის ენას – მიიღე მონაწილეობა ონლაინგამოკითხვაში

ივენთი

თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!

2012 წელს, ევროსაბჭომ დაიწყო მოძრაობა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა თუ რას ფიქრობდნენ ახალგაზრდები ონლაინ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ევროსაბჭოს სურს „გაიმეოროს“ გამოკითხვა და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევებრძოლოთ სიძულვილის ენას და დავიცვათ ადამიანის უფლებები ინტერნეტში.

გამოკითხვა ტარდება 23 ენაზე. გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა და ამ ენაზე გასცეთ პასუხი დასმულ; შეკითხვებს. გაუზიარეთ გამოკითხვა თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს. გამოკითხვა მიმდინარეობს 2015 წლის 22 მარტამდე.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები