UNESCO, ფოტოგრაფთა საზოგადოება, გამომცემლობა Lammerhuber, ავსტრიის პარლამენტი, საპარლამენტო ჟურნალისტთა ასოციაცია და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებენ ფოტოკონკურსს მშვიდობის თემაზე.
ხუთი საუკეთესო ფოტონამუშევრის ავტორები დაჯილდოვდებიან ალფრედ ფრიდის მედლით, ხოლო საუკეთესო ნამუშევარი დასახელდება წლის მშვიდობის ფოტოდ და მის ავტორს გადაეცემა პრემია 5000 ევროს ოდენობით. საუკეთესო ფოტო ერთი წლის განმავლობაში გამოიფინება ავსტრიის პარლამენტში და შეტანილ იქნება ავსტრიის პარლამენტის მუდმივ კოლექციაში.
ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 14 მაისი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.