2015 წლის 27-28 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელსაც საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“ მეხუთედ უმასპინძლებს.
დაინტერესებულ პირებს ორი დღის განმავლობაში (12:00 საათიდან 19:00 საათამდე) საშუალება მიეცემათ, გაიგონ ყველაფერი განათლების შესახებ.
გამოფენა გთავაზობთ: პირადად შეხვდეთ 100–ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, შეიტყოთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ, შეხვდეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გთავაზობენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი.
„უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე–5 საერთაშორისო გამოფენა არის ადგილი, სადაც აბიტურიენტებს, სტუდენტებს და სწავლის საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროს შესახებ. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100–ზე მეტი უნივერსიტეტი და წარმოდგენილია 13 ქვეყანა, ეს ღონისძიება ქართული და მრავალი უცხოური სასწავლებლის საერთო ღია კარის დღეს წარმოადგენს“,-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან უნივერსიტეტები შემდეგი ქვეყნებიდან:
საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი.4
მისამართი: წერეთლის #118 საგამოფენის ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონი.
ამომწურავი ინფორმაცია გამოფენის შესახებ